"ოცნება" ჩვენს ქვეყანას სიბნელეში მიათრევს - იულონ გაგოშიძე

26.10.25 20:24
"ოცნება" ჩვენს ქვეყანას სიბნელეში მიათრევს - იულონ გაგოშიძე

მეცნიერი იულონ გაგოშიძე, რომელიც ამ წუთებში თბილისში გამართულ საპროტესტო მსვლელობაშ მონაწილეობს, ამბობს, რომ ბრძოლა "ოცნების" წინააღმდეგ აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. მისი თქმით, ივანიშვილის პარტია ქვეყანას სიბნელისკენ მიაქანებს, რაც დაუშვებელია.  

ეს ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ, რომ მოვიშოროთ (ოცნება), იმიტომ, რომ მიათრევს სიბნელეში ჩვენს ქვეყანას. მე მაინც იმედი მაქვს, რომ გავიმარჯვებთ. ვიცით, რა ბოლო აქვთ ხოლმე მაგისთანა დიქტატორებს, - ამბობს იულონ გაგოშიძე. 

შეგახსენებთ, რომ პროტესტის 333-ე დღეს თბილისის ქუჩებში მასშტაბური საპროტესტო მსვლელობა იმართება.   

მსგავსი სიახლეები