"ოცნება", გნახავთ რუსთაველზე! - ლორენა ბერიამ იზოლატორი დატოვა

26.10.25 21:19
"ოცნება", გნახავთ რუსთაველზე! - ლორენა ბერიამ იზოლატორი დატოვა

აქტივისტმა ლორენა ბერიან ზაჰესის იზოლატორი დატოვა. მას იქ ახლობლები და მეგობრები დახვდნენ. 

აქტივისტი ამბობს, რომ არაფრის ეშინია და მისი პროტესტი ისეთივე უკომპრომისო იქნება, როგორიც აქამდე იყო.

ამ დაკავებებით "ოცნება" ცდილობს, შეგვაშინოს, მაგრამ არავის გვეშინია, იცოდეთ და რაც შეეხება ჩემს დაკავებას, რომ დამაკავეს, ტელეფონიც მომპარეს, მაგრამ დამიბრუნეს ისევ და რავიცი, კარგად გავატარე აქ დრო, დავისვენე. "ოცნება", გნახავთ რუსთაველზე, - თქვა აქტივისტმა იზოლატორის დატოვების შემდეგ. 

მსგავსი სიახლეები