დღევანდელმა შეკრებამ აჩვენა, რომ ხალხს არ ეშინია - საზოგადოების პროტესტი გრძელდება

27.10.25 11:47
დღევანდელმა შეკრებამ აჩვენა, რომ ხალხს არ ეშინია - საზოგადოების პროტესტი გრძელდება

“ვეღარ ვიცხოვრებთ ძველებურად, სანამ ქვეყანაში დემოკრატია არ აღდგება, არ გავათავისუფლებთ უკანონო პატიმრებს და არ ჩავატარებთ თავისუფალ აჩევნებს“ - ეს იყო მთავარი გზავნილი დიდი აქციიდან, რომელიც პროტესტის 333-ე დღეს რუსთაველის გამზირზე გაახმოვანეს.

ხალხმა გუშინ პირობა დადო, რომმ კვირაში ერთი დღე მაინც გაატარებენ პარლამენტის შენობასთან, გააძლიერებენ თავისუფალ მედიას, სამოქალაქო საზოგადოებას და იმ ადვოკატებს, რომლებიც  რეჟიმის პატიმრებს იცავენ.

მათი თქმით, შეკრებამ კიდევ ერთხელ აჩვენა ყველას, რომ არ ეშინიათ და წინააღმდეგები არიან იმ ყველაფრის, რასაც “ქართული ოცნება“ ხალხს სთავაზობს.

დღევანდელმა შეკრებამ აჩვენა, რომ ხალხს არ ეშინია, ხალხი არის წინააღმდეგი, უმეცრების და უგუნურების, რასაც გვთავაზობს “ქართული ოცნება“, რომელიც არ არის ლეგიტიმური მთავორბა, ეს არის მაფიოზური დაჯგუფება, დანაშაულებრივი ბანდა და ქართველი ხალხი დგას ისტორიის სწორ მხარეს, - განაცხადა გიორგი თავართქილაძემ.

ჩვენს ქვეყანაში ყოველდღიურად იბადებიან გმირები, ადამიანები, რომლებიც გვერდში უდგებიან პირველ რიგში საკუთარ თანამებრძოლებს და რა თქმა უნდა მთავარი მიზანი ყველასთვის არის ის, რომ ჩვენ არ ვუტოვებთ საკუთარ თავს გზას უკან. ჩვენ მივდივართ მხოლოდ წინ, გამარჯვებისკენ, - აცხადებს გვანცა ჯობავა.

„ქართული ოცნების“ ოფიციალურად ქართულ კოშმარად გადაქცევა, ოღონდ ეს კოშმარი ალბათ ორმაგად, სამმაგად და ათმაგად მოუბრუნდებათ უკან, რატომღაც არავინ ფიქრობს იმაზე, რომ რამხელა ნეგატივს იწვევენ მოსახლეობაში, ეს არის კოშმარი. მალე უკვე რეკორდს ვხსნით მსოფლიოში პროტესტის ხანგრძლივობისა, - ამბობს უჩა ნებიერიძე.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე უწყვეტი პროტესტის 333-ე  დღე მასშტაბურად აღინიშნა, რომელსაც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც შეუერთდა.

შეკრებილებმა  „ქართული ოცნების“ პოლიტიკა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს და ახალი საპარლამენტო არჩევნები და აქციების ფარგლებში დაკავებულთა გათავისუფლება მოითხოვეს.

მსგავსი სიახლეები