საქართველოში ამინდი უარესდება
საქართველოში ამინდი უარესდება - გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 ოქტომბერს საქართველოში წვიმა, ზღვაზე კი 4-5 ბალიანი შტორმული ღელვაა მოსალოდნელი.
მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს.
29 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია ელჭექი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმული ღელვა.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“- ნათქვამია ინფორმაციაში.