შშმ პირი ამბობს, რომ სამგზავრო ბარათი პოლიტიკური ნიშნით დაუბლოკეს
შშმ პირი ამბობს, რომ სამგზავრო ბარათი პოლიტიკური ნიშნით დაუბლოკეს.
დუტა ჯავახიშვილი მიიჩნევს, რომ ეს არის უსამართლობა ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ყოველდღე ცდილობს ღირსეულად იცხოვროს.
მინდა ყველამ იცოდეს, შშმ პირის უფლებები არ არის პოლიტიკური იარაღი, - ამბობს ის.
მე, როგორც შშმ პირი, დღეს მივიღე ამბავი, რომ ჩემი სამგზავრო ბარათი დაბლოკეს. და ეს მოხდა მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით. ეს არ არის მხოლოდ ჩემი პრობლემა, ეს არის უსამართლობა ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ყოველდღე ცდილობს ღირსეულად იცხოვროს. მე ხმას ვიმაღლებ არა შურის გამო, არამედ იმიტომ, რომ მინდა ყველამ იცოდეს, შშმ პირის უფლებები არ არის პოლიტიკური იარაღი“,- ამბობს ვიდეომიმართვაში ჯავახიშვილი.