"კლასიკური ავტორირატიზმის გამოვლინება" - მესამე სექტორი ოპოზიციის აკრძალვაზე

27.10.25 15:30
"კლასიკური ავტორირატიზმის გამოვლინება" - მესამე სექტორი ოპოზიციის აკრძალვაზე

"კლასიკური ავტორირატიზმის გამოვლინება", - ასე აფასებს მესამე სექტორი "ოცნების" გადაწყვეტილებას, საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიების აკრძალვის მოთხოვნით მიმართოს.

საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტი კოტე ჩოკორაია პირდაპირ ამბობს, რომ აღნიშნული ინიციატივა საქართველოსთან კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაშია და ამგვარი გადაწყვეტილება არცერთ სტანდარტში არ ჯდება. 

ეს ახალი კანონმდებლობა წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან იმიტომ, რომ აღნიშნულმა გააფართოვა საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება. შინაარსი, რომელიც პარტიის საქმიანობის აკრძალვასთან ერთად მის წევრებს, მასთან დაკავშირებულ პირებს, რომლის განმარტებაც არ არსებობს ვინ არიან დაკავშირებული პირები, მათ კოლექტიურად შეუზღუდო პოლიტიკური საქმიანობა, შეუზღუდო ადამიანის უფლებები, ეს არ ჯდება არანაირ სტანდარტში, არც დემოკრატიულ სახელმწიფოში, არც სამართლიან სახელმწიფოში. ეს არის კლასიკური ავტორირატიზმის გამოვლინება, - ამბობს საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტი კოტე ჩოკორაია. 

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაური კი ფიქრობს, რომ "ოცნების" ეს გადაწყვეტილება შიშს ეფუძნება. მისი თქმით, ივანიშვილის პარტიის მიზანია, პოლიტიკური ველიდან ყველა კონკურენტი ჩამოიშოროს.  

"ქართული ოცნება" წინასწარ იცილებს კონკურენტებს. ერთის მხრივ, ისინი ამბობენ, რომ წელში გამართულები არიან, რომ მათ კონკურენტი არ ჰყავთ საქართველოში, თუმცა მეორეს მხრივ, უკვე საკანონმდებლო ინიციატივებით და კანონებით აპირებენ, აკრძალონ არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები, არამედ ყველა ის პოტენციური მათი კონკურენტი, რომელიც მომავალში მათ შეიძლება, ჰყავდეთ. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ისინი, უბრალოდ, შეშინებულები არიან, - ამბობს ეკა გიგაური. 

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნება" ათამდე ოპოზიციური პარტიის აკრძალვს გეგმავს. არსებული ინფორმაციით, ივანიშვილის პარტიას საკონსტიტუციო სასამართლოსთვის დღეის ჩათვლით უნდა მიემართა, თუმცა ახლა ამბობენ, რომ დოკუმენტი, სავარაუდოდ, ხვალ გასაჯაროვდება. 

პარალელურად, საკონსტიტუციოში სარჩელი შეაქვს "ძლიერ საქართველოსაც". კოალიცია ოპოზიციის აკრძალვას დაუშვებლად მიიჩნევს და დოკუმენტში ყველა იმ ნორმას განმარტავს, რომელიც ამ გადაწყვეტილებასთან შეუსაბამოა.  

 

მსგავსი სიახლეები