აზა ჩილაჩავასთვის სიტყვიერი გაფრთხილების გამოცხადებას მისი ადვოკატი გაასაჩივრებს
მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანის გადაწყვეტილებას აფხაზეთიდან დევნილი, 71 წლის აზა ჩილაჩავას საქმეზე, მისი ადვოკატი გაასაჩივრებს.
მარიკა არევაძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს საერთოდ არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ სასამრთლო პროცესი იყო ჩანიშნული და იურისტი, ე.წ. სახაზინო წესით დაუნიშნეს.
გამომდინარე იქიდან, რომ ქალბატონი აზა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პირბადით გადადგილდებოდა და გადაადგილდება, მის მიმართ შედგენილი ოქმი უსაფუძვლო იყო. ასევე გაუფრთხილებლად მოხდა მისი პროცესის ჩატარება, არც აზასი და არც მისი ადვოკატების დასწრება პროცესზე არ მომხდარა. ჩვენ გამოვითხოვეთ ყველა ინფორმაცია, გვაინტერესებს, იცავდა თუ არა ვინმე მის უფლებებს, როგორც კი მივიღებთ შესაბამის დადგენილებას, მოვახდენთ სამართლებრივ რეაგირებას, გასაჩივრებას და ყველა პროცედურების გავლას, - განაცხადა მარიკა არევაძემ.
პროევროპული, უწყვეტი აქციის აქტიური მონაწილე, 71 წლის აზა ჩილაჩავა აქციაზე სახის დაფარვის გამო, სამართალდამრღვევად სცნეს. აფხაზეთიდან დევნილ პენსიონერის, მიმართ შსს-მ სიტყვიერი შენიშვნის მიცემა მოითხოვა, რაც მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა დააკმაყოფილა.
აფხაზეთიდან დევნილი 71 წლის ქალი დღეს დაუსწრებლად გაასამართლეს. პროცესს მხოლოდ სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატი ესწრებოდა.