მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ამირან შარაშიძეს 2000 - ლარიანი ჯარიმა შეუფარდა

27.10.25 16:20
მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ამირან შარაშიძეს 2000 - ლარიანი ჯარიმა შეუფარდა

აქტივისტი ამირან შარაშიძე მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და  2000- ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

ამასთან, ცაცუამ შარაშიძის მიმართ ხულიგნობის მუხლით ადმინისტრაციული დევნა შეწყვიტა.

გადაწყვეტილების გამოცხადებას ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე შარაშიძე არ დასწრებია.

ცნობისთვის, ამირან შარაშიძე 22 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე დააკავეს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები