მე რუსეთი მსჯის - რა შემთხვევაში მივა საპატრიაქროში კომისიის სხდომაზე მამა დოროთე ყურაშვილი?

27.10.25 17:39
მე რუსეთი მსჯის - რა შემთხვევაში მივა საპატრიაქროში კომისიის სხდომაზე მამა დოროთე ყურაშვილი?

რა შემთხვევაში მივა საპატრიარქოში კომისიის სხდომაზე მამა დოროთე ყურაშვილი? სასულიერო პირი ითხოვს, შენობაში მედიაც შეუშვან. არქიმანდრიტი ამბობს, რომ საპატრიარქოში კრებაზე მივა, თუმცა თუ იქ მედიის წარმომადგენლებს არ დაუშვებენ, შენობაში არ შევა და მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს გარეთ დაელოდება.

ამასთან, სასულიერო პირი დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძისგან და მეუფე შიოსგან ითხოვს განმარტებებს, რა დანაშაული მიუძღვის და რატომ არის ის "მოძალადე". 

მამა დოროთე ყურაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ ყველა კითხვას პასუხს საჯაროს გასცემს. ამასთან, ის დარწმუნებულია, რომ რეალურად, მას რუსეთის ეკლესია და რუსული სახელმწიფო ებრძვის. 

მე ჩემი წერილი გავუგზავნე, სადაც მე მოვითხოვე დასწრება, სადაც იქნებით თქვენ, თქვენი ტელეკომპანია და "ფორმულა', დარწმუნებული ვარ, მოხვალთ. თუ შეგვიშვებენ, ძალიან კარგი იქნება. მე იქვე გავცემ პასუხებს. თუ არ შეგვიშვებენ, აქეთ გამოვიდნენ. რატომ არის ეს კარი დაკეტილი? მეუფე შიო გამოვიდეს, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე გამოვიდეს, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი გამოვიდეს და გასცეს ხალხს პასუხი და ხალხსაც აუხსნან, რატომ ვარ მე დასაჯელი. იცით, რა?  ხალხი თურმე არ ყოფილა ეკლესია. სიბნელე უნდათ. საქართველოს ეკლესიის კანონმდებლობით, რომელიც წიგნიც გამოცემულია 95 წელს, წერია, კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს კონფლიქტში მყოფი დაბარებულთან. დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ დაამტკიცოს, სად ვარ მე მოძალადე, ამას ვითხოვ. დიტო სამხარაძემ დაამტკიცოს, რატომ ვარ მე "გოთვერანი" და რამდენად აქვს მას ამის უფლება. ეს ვიღაცა მღვდლები რომ გამოდიან და ციხეშ უნდა იყოსო, ატომ უნდა ვიყო მე ციხეში? მოიწვიონ ეს მღვდლები ყველა და ყველას გავცემ პასუხს საჯაროდ. ვინც მე მსჯის, გამოჩნდება, რომ რუსეთის არის და ეს არის რუსეთის დავალება. მე მსჯის რუსეთის ეკლესია და რუსეთის სახელმწიფო, თორემ ჩემს სახელმწიფოს და ჩემს ეკლესიას არაფერს ცუდს არ ვუკეთებ, - ამბობს მამა დოროთე ყურაშვილი. 

არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს საეპარქიო კომისიის კრებაზე ისევ იბარებენ. 

მსგავსი სიახლეები