მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ნუკრი კაკულიას 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

27.10.25 17:33
მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ნუკრი კაკულიას 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

ნუკრი კაკულიას მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

მოსამართლის თქმით, მის მიერ გამოყენებული სიტყვა „უზრდელო“ პოლიციელის მისამართით, სამართალდარღვევაა და ჯარიმას იმსახურებს.

სიტყვის თქმის უფლებით ისარგებლა თავად ბრალდებულმა.

 მთელი იმ პროცესის მანძილზე მე მხოლოდ მოვუწოდებდი პოლიციას, მოქცეულიყვნენ ღირსებისა და კანონის ფარგლებში. არანაირი შეურაცხყოფა პოლიციელის მიმართ ჩემგან არ ყოფილა.

სიტყვა მქონდა მომზადებული, მაგრამ აზრი დაკარგა ამან. მე უბრალოდ გულისტკივილი მინდა გამოვხატო ცრუჩვენებების გამო. ის ორი ადამიანი, რომელიც შსს-მ წარმოადგინა, რუსთაველზე თვალით არ მინახავს. მათ მე არ დავუკავებივარ. ისინი დაკავების შემდეგ ვნახე შსს-ში და ერთ-ერთმა წამიყვანა ზესტაფონის იზოლატორში. დაშორებისას ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს. დღეს ის ჩემ წინააღმდეგ ჩვენებას აძლევს და ყუილს ამბობს. გული მწყდება. ვერც მე მანახავდნენ ეს მოწმეები რუსთაველზე და მითუმეტეს ვერც ჩემს გინებას გაიგებდნენ, რაც ისედაც არ მომხდარა“, - აღნიშნა ნუკრი კაკულიამ.

ნუკრი კაკულია 22 ოქტომბერს დააკავეს.  შსს მას წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის შეურაცხყოფას ედავებოდა.

მსგავსი სიახლეები