რა თქვა ალექსი ახვლედიანმა იარაღზე, რომლითაც გამოძიების ვერსიით, რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა

27.10.25 17:38
რა თქვა ალექსი ახვლედიანმა იარაღზე, რომლითაც გამოძიების ვერსიით, რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა

ვიცით, რომ დაუდევრად მედო იარაღი? სეიფიდან რომ არ აქვს გამოღებული [თორნიკე რიჟვაძეს], რა ვიცით? - ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა, ალექსი ახვლედიანმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

„ვიცით, რომ დაუდევრად მედო იარაღი? სეიფიდან რომ არ აქვს გამოღებული, რა იცით? სადაც ვარ, ყველა სახლში სეიფი მაქვს, სეიფიდან გამოღებული რომ არ არის იარაღი რა ვიცით? დღემდე არავინ იცის საიდან აიღო, სეიფიდან, თუ საიდან. რა დროს აიღო მართლა, რეალურად არავინ იცის. ერთი ფაქტი არ არსებობს, საიდანაა აღებული. ჩანთაში მედო სეიფის გასაღებები, იქნებ იქიდან აიღო გასაღები? კაცმა არ იცის“, - განაცხადა ახვლედიანმა IPN.GE-ს მიხედვით. 

საქმის პროკურორმა ნუგზარ ჭიტაძემ მომხდარის შესახებ ისაუბრა, ასევე აღნიშნა, რომ ალექსი ახვლედიანი იარაღს „დაუდევრად ინახავდა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია“.

სხდომა 11 დეკემბერს, 11:00 საათზე ჩატარდება.

პროკურატურის ვერსიით თორნიკე რიჟვაძემ  7 ივლისს, საგარეჯოში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის სახლში, თვითმკვლელობა ალექსი ახვლედიანის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღით მიიყანა.

საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა სსკ-ის კოდექსით 115-ე მუხლით არის აღძრული, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი სსკ-ის 238-ე მუხლით დააკავეს, მოგვიანებით კი 30 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 

მსგავსი სიახლეები