რა ეღირება ლარი ხვალ

27.10.25 17:41
რა ეღირება ლარი ხვალ

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7152 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7241 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0089 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1610 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1638 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0028 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 28 ოქტომბერს შევა ძალაში.