პირველხარისხოვანი ბოროტება არის ზნედაცემული ნეოსაბჭოთა საპატრიარქო - მეუფე პეტრე

27.10.25 17:51
პირველხარისხოვანი ბოროტება არის ზნედაცემული ნეოსაბჭოთა საპატრიარქო - მეუფე პეტრე

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავა საქართველოს ეკლესიას გაუმჭვირვალობის გამო აკრიტიკებს. მისი თქმით, საპატრიარქოში მიმდინარეობს არაქრისტიანული მართვის მექანიზმები, რაც ზნეობრივ და ინსტიტუციურ კრიზისს ქმნის და სასულიერო პირებს, მათ შორის არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილსაც, სერიოზულ ზიანს აყენებს.

უნდა იყოს აუცილებლად გამჭვირვალე ნებისმიერი სხდომა, მათ შორის, სინოდის სხდომებიც კი. საზოგადოებამ თვითონ დაინახოს, რა საბავშო თეატრთან გვაქვს საქმე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და თუ არა, მე პირადად, როდესაც სატელევიზიო აქტიურობები იყო და თავგანწირულად ვამხელდი არსებულ პრობლემებს ეკლესიაში, მამა დოროთეს, როგორც ვიცი, თუ მოქმედი არა, ყოფილი მისი მოძღვარი მეუფე ექვთიმე, საგარეჯოს მთავარეპისკოპოსი გამომიზაგვნა საპატრიარქომ, რომ თითქოს დამაზიანებელი იყოს ძალიან ჩემი გამოსვლები და მე იქნებ შევხვედროდი პატრიარქს და თავი შემეკავებინა სატელევიზიო ეთერებში ხმამაღალი საუბრებისგან. საინტერესოა დღეს მისი მოძღვარი მასთან მიავლინეს თუ არა. ყველაფერი ზნეობრივ დაცემას, სისტემურ დანაშაულს უკავშირდება. პირველხარისხოვანი ბოროტება არის ზნედაცემული, უკანონო ნეოსაბჭოთა საპატრიარქო მისი კაგებეშნიკური მეთოდებით, რომელმაც ქრისტიანული მართვა არ იცის და არ შეუძლია სისტემის. ამიტომ, არაქრისტიანულ რეალობასთან გვაქვს საქმე და ამ არაქრისტიანული მმართველობის, მათ შორის, მცხეთა-თბილისის ეპარქიაში მსხვერპლი არის ასევე არქიმანდრიტი დოროტე ყურაშვილი, - ამბობს მეუფე პეტრე ცაავა. 

არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს საეპარქიო კომისიის კრებაზე ისევ იბარებენ. 

მსგავსი სიახლეები