საქართველო რუსეთს არასდროს დაემონება! - დანი მაღრაძის წერილი ციხიდან
გზის გადაკეტვისთვის დაკავებული სტუდენტი, დანი მაღრაძე, საპატიმროდან წერილს აგზავნის და წერს, რომ “საქართველო რუსეთს არასდროს დაემონება! “
მისივე თქმით, საქართველო ყოველთვის იდგა გამოწვევების წინაშე, თუმცა, “ეს ქვეყანა ჩვენია და არა რუსეთის მონების.“
”ძვირფასო თანამებრძოლებო, იმედი მაქვს კარგად ხართ. საქართველო ყოველთვის იდგა გამოწვევების წინაშე. დღეს ჩვენ გვაქვს ამის პასუხისმგებლობა, რომ ეს დაბრკოლებები გადავლახოთ ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. მომავალი ჩვენია და თავისუფლებისკენ სავალ გზაზე ვერავინ გაგვაჩერებს.
საქართველო რუსეთს არასდროს დაემონება!
ეს ქვეყანა ჩვენია და არა რუსეთის მონების.
“სანამ ცოცხლები ვართ მათეს ნავი არ ჩაიძირება!”
თავისუფლება საქართველოს და ყველა თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანს.
ბედნიერი ვარ რომ წილად მხვდა ამ გზის გავლა!
არ გავჩერდებით! მომავალი ჩვენია,- წერს დანი მაღრაძე.