ახალგაზრდები დაკავებული სტუდენტების მხარდასაჭერად - თსუ-ს პირველ კორპუსთან მოქალაქეები იკრიბებიან
ახალგაზრდები დაკავებული სტუდენტების მხარდასაჭერად - ამ წუთებში, თსუ-ს პირველ კორპუსთან მოქალაქეები იკრიბებიან. ისინი ადგილზე დაკავებული სტუდენტების მხარდასაჭერად ბანერებს ამზადებენ.
ახალგაზრდები, რომლებიც უწყვეტი პროტესტის ავანგარდში პირველივე წუთებიდან დგანან, ამბობენ, რომ "ოცნებამ" სტუდენტების სამაგალითოდ დასჯა გადაწყვიტა. თსუ-ს პირველ კორპუსთან შეკრებილები აცხადებენ, რომ ეს ბრძოლა მხოლოდ მათი არაა და სხვა სტუდენტებს მოუწოდებენ პროტესტს შეუერთდნენ.
კიდევ ერთხელ გვინდა, რომ გავაგებინოთ თსუ-ს სხვა სტუდენტებს, რექტორებს და ლექტორებს, რომ ეს ქვეყანა არ არის ჩალით დაფარული და მარტო ჩვენი საზრუნავი არ არის, რომ ქვეყანა გადავარჩინოთ და კიდევ ერთხელ უნდა შევაგნებინოთ მათ, რომ ეს ბრძოლა მხოლოდ ჩვენი არ არის და უნდა შემოგვიერთდნენ და იბრძოლონ ჩვენთან ერთად," - ამბობს ნიკოლოზ ტყემალაძე.
სტუდენტები მსვლელობით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლებენ.