სასამართლომ თამთა გოგოლაძე 5 დღით პატიმრობაში გაუშვა

27.10.25 18:54
სასამართლომ თამთა გოგოლაძე 5 დღით პატიმრობაში გაუშვა

პარტია "დროა", "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი, თამთა გოგოლაძე სასამართლომ 5 დღით პატიმრობაში გაუშვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა გამოაცხადა. 

თამთა გოგოლაძეს სახელმწიფო ბრალდება გზის გადაკეტვას ედავებოდა. 

ამასთან, დღესვე, მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ "კოალიცია ცვლილებებისთვის წევრი, ნიკა კვიტატიანი 3- დღიან პატიმრობაში გაუშვა.