დადიანის ქუჩაზე, სადაც მე-10 სკოლის მოსწავლეებს ქუჩა აქვთ გადაკეტილი, მანქანა შევარდა [ვიდეო]

29.10.25 20:56
დადიანის ქუჩაზე, სადაც მე-10 სკოლის მოსწავლეებს ქუჩა აქვთ გადაკეტილი, მანქანა შევარდა [ვიდეო]

 

 

თბილისში, დადიანის ქუჩაზე, სადაც მე-10 სკოლის მოსწავლეებსა და მშობლებს ქუჩა აქვთ გადაკეტილი, მანქანა შევარდა.

სოციალურ ქსელში ვიდეოს ფოტოგრაფი გიორგი მოსიაშვილი ავრცელებს. ვიდეოში ჩანს, რომ ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, თუმცა მანქანის მძღოლის მიმართ არანაირი რეაგირება არ აქვს. 

დადიანზე სადაც ბავშვებ ქუჩა აქვთ გადაკეტილი ეს ხდება!!!! ბავშვების წინ!" - წერს გიორგი მოსიაშვილი. 

 დადიანის ქუჩაზე გზას მოსწავლეები და მშობლები მეორე დღეა კეტავენ. ისინი სკოლის მშენებლობის დასრულებას ითხოვენ.

განახლება:

თბილისში, დადიანის ქუჩაზე მანქანის მიერ სახიფათო მანევრირების შესრულების საქმეზე გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე და 123-ე მუხლებით დაიწყო. 

ამის შესახებ "TV პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. 

უწყების წარმომადგენლები ამ ეტაპზე არ ამბობენ, იდენტიფიცირებულია თუ არა მძღოლი, რომელმაც საპროტესტო აქციაზე მყოფ მცირეწლოვნებს და მათ მშობლებს საფრთხე შეუქმნა.