"ქართულმა ოცნებამ" 20 ივნისს დაზარალებულებს 2 მილიონი უნდა გადაუხადოს

11.12.25 14:49
"ქართულმა ოცნებამ" 20 ივნისს დაზარალებულებს 2 მილიონი უნდა გადაუხადოს

20 ივნისის დაზარალებულებმა სტრასბურგის სასამართლოში დავა მოიგეს - "ოცნებას" 26 მოქალაქისთვის ჯამში 646 000 ევროს გადახდა დააკისრა.

სტრასბურგის გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს დაევალა მომჩივნებისთვის კომპენსაციის გადახდა შემდეგი ოდენობით:

მატერიალური ზიანისთვის

  •  დავით ქურდოვანიძეს – 85 000 ევრო;
  •   მაკო გომურს – 75 000 ევრო;
  •   გიორგი სულაშვილს – 75 000 ევრო;
  •   ლექსო ჩანქსელიანს – 85 000 ევრო;

მორალური ზიანისთვის 

  •   დავით ქურდოვანიძეს, მაკო გომურს, გიორგი სულაშვილსა და ლექსო ჩანქსელიანს – 30 000 ევრო თითოეულს;
  •   ვახტანგ ბერიკაშვილს – 21 000 ევრო;
  •   მერაბ ცაავა და ბესლან კმუზოვი – 20 000 ევრო;
  •   ირაკლი გიორგაძეს და ირაკლი ჩიკვილაძეს – 14 000 ევრო;
  •   ზაზა სვანიძეს, თამარ ბაღაშვილს, გურამ მურადოვსა და ნიკოლოზ შარვაშიძეს – 10 000 ევრო თითოეულს;
  •   დიმიტრი ფოჩხიძესა და ირაკლი ხვადაგიანს – 9 000 ევრო თითოეულს;
  •   დავით შეყილაძესაა და თეიმურაზ დიდბერაშვილს – 7 ათასი ევრო თითოეულს;
  •   გვანცა ნემსაძეს, ანა ვახტანგაძეს, ნინო ხოზრევანიძეს, გურამ გრიგალაშვილს, თორნიკე კოშკაძეს, გიორგი ჭუმბურიძეს, გელა ბოჩიკაშვილს, ეკატერინე აბაშიძეს და გიორგი დიასამიძეს – 5 000 ევრო თითოეულს.

სტრასბურგის სასამართლომ 20-21 ივნისის საქმეზე პირველი განაჩენი 024 წლის 7 მაისს გამოაცხადა. სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) უფლების პროცედურული დარღვევა დაადგინა და მომჩივანთა სასარგებლოდ სახელმწიფოს, ჯამში, 153 600 ევროს გადახდა დააკისრა. თუმცა სასამართლომ არ დაადგინა კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება), მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) მუხლებით გარანტირებულ უფლებათა მატერიალური ნაწილების დარღვევა. პირველ აგვისტოს საია-მ სასამართლოს საქმის დიდი პალატისთვის გადაცემის თხოვნით მიმართა.

მსგავსი სიახლეები