ადამიანები ლპებიან, მე-8 პენიტენციური ყვარყვარეს ციხეს დაემსგავსა - ავთანდილ სურმანიძე
თბილისის საქალაქოს სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს.
ერთ-ერთმ ბრალდებულმა, ავთანდილ სურმანიძემ სიტყვსი თქმის უფლებით ისარგებლა და გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ გაუსაძლის პირობებზე ისაუბრა.
მან მოსამართლეს ციხეში არსებული მდგომარეობით დაინტერესებისკენ მოუწოდა.
ყველანი ტყუილად ვართ საპყრობილეში. მინდა, რომ ნომერ მერვე საპყრობილეში გადაიხედოს თითოეული პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ხონში სამჯერ-ოთხჯერ ნამყოფის, შიდსიანის, ყველას ერთად ყოფნა ხდება. მინდა, ეს გადაიხედოს. ჩემი თხოვნა იქნება, როგორც მოსამართლესთან, ჟურნალისტებთან, ეს პრობლემა მოგვარდეს.
ადამიანები ლპებიან, ყვარყვარეს ციხეს დაემსგავსა, ფანჯრებიდან ფეხები აქვთ პატიმრებს გადმოყოფილი, ტევა აღარ არის“,- თქვა სურმანიძემ.
- ცნობისთვის, ბექა ქელეხსაშვილს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელა ქარდავას, ვახტანგ ფიცხელაურს, ალექსანდრე ხაბეიშვილს, აბო ნავერიანს, ანტონ უპერს, ავთანდილ სურმანიძეს, გიორგი მულაძეს და თემურ ქურციკიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად.
- მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
- მარიამ მეყანწიშვილს ბრალდება სსსკ-ის 226-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს.
- ნანა სანდერს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს და სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.