მშურს, ამ ბიჭების და გოგოების გვერდით რომ არ ვზივარ, ამ ადამიანებს ისტორია გმირებად შეაფასებს - ავთანდილ სურმანიძის ადვოკატი
მშურს, ამ ბიჭების და ამ გოგოების გვერდით რომ არ ვზივარ - ამ ადამიანებს ისტორია გმირებად შეაფასებს, - ამის შესახებ ავთანდილ სურმანიძის ადვოკატი, ნანა ფარჩუკაშვილი ამბობს შესავალ სიტყვაში განაცხადა.
მისი თქმით, პროტესტის არსებობა არ შეიძლება აღქმული იყოს უსაფუძვლო და აგრესიულ განწყობად.
ბრალდების მხარე ამბობს, რომ თქვენ ხართ ხელისუფლებისადმი აგრესიულად განწყობილებიო...თავად ხელისუფლებისადმი გულთბილად განწყობილები არიან?ადამიანებს გვაქვს პროტესტი და ეს პროტესტი, რომ არსებობს ხელისუფლებამ იცოდა და იცის ერთ წელს მეტია, გასულის წლის ოქტომბრიდან. ეს ადამიანები ამ პროტესტს გამოხატავდნენ და გამოხატვის ფორმა იყო ხოლმე ერთნაირი - პროტესტი.....
....მშურს მათ ადგილზე რომ არ ვარ, ამ ადამიანებს ისტორია გმირებად შეაფასებს, სწორად შეგვაფასეთ, აგრესიულები კი არა, საღად და პროტესტით განწყობილი ადამიანები გვიწოდეთ... ამ ადამიანებს პოლიტიკურად მოაზროვნეები მოუწოდებდნენ, არ მიეღოთ მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში..
ჩვენ მიგგვაჩნია, რომ ამ ხელისუფლებამ არალეგიტიმურად მოიგო 2024 წლის არჩევნები და მისი დანიშნული არჩევნებიც იყო არალეგიტიმური... მრავლობითში იმიტომ ვსაუბრობ, რომ მეც ამ აქციაზე ვიყავი“,- განაცხადა ადვოკატმა.
- ცნობისთვის, ბექა ქელეხსაშვილს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელა ქარდავას, ვახტანგ ფიცხელაურს, ალექსანდრე ხაბეიშვილს, აბო ნავერიანს, ანტონ უპერს, ავთანდილ სურმანიძეს, გიორგი მულაძეს და თემურ ქურციკიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად.
- მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
- მარიამ მეყანწიშვილს ბრალდება სსსკ-ის 226-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს.
- ნანა სანდერს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს და სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.