სკანდალი: წამება, კვერცხუჯრედების შესაძლო მოპარვა და მკვლელობის მუქარა - მედია საქართველოში სუროგაციის შავ ბაზარზე წერს

15.12.25 17:05
სკანდალი: წამება, კვერცხუჯრედების შესაძლო მოპარვა და მკვლელობის მუქარა - მედია საქართველოში სუროგაციის შავ ბაზარზე წერს

გავლენიანი ამერიკული გამოცემა The New York Times საქართველოში  სუროგაციის შავ ბიზნესზე წერს. გავლენიან გამოცემას ინტერვიუს ათობით ტაილანდელი ქალი აძლევს.  რესპოდენტები ყვებიან, რომ საქართველოში სუროგატი დედები უნდა გამხდარიყვნენ, მაგრამ მოტყუებულები აღმოჩდნენ.

ქალების თქმით, საქართველოში ჩამოსვლისას, როდესაც თავშესაფარში მოათავსეს, სამოგზაურო დოკუმენტები ჩამოართვეს.

სუროგატები New York Times-ს უყვებიან, რომ  საქართველოში სამედიცინო დაწესებულებებში საეჭვო გამოკვლევებს უტარებდნენ.  ქალების ნაწილი ამბობს, რომ სავარუდოდ კვერცხუჯრდები მოპარეს.

ერთი კვირის შემდეგ, სტარი ქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას ეგონა რომ რუტინულ ვიზიტზე მიყავდათ თუმცა, შემდეგ ინექცია გაუკეთეს და გონება დაკარგა. გონზე მოსვლის შემდეგ, საპირფარეშოში შევიდა. მას ძლიერი სისხლდენა ქონდა. ანალიზებმა აჩვენა, რომ მას მუცლის ღრუში სითხე ჰქონდა, ეს  მიანიშნებდა საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომზე, რომელიც კვერცხუჯრედის ამოღების შემდეგ ერთ-ერთი გართულებაა. 

New York Times-თან ქალები  წამებასთან გათანაბრებულ მოპყრობაზე საუბრობენ. ის, ვინც  გაქცევა და სამშობლოში დაბრუნება შეძლო, ამბობს, რომ საქართველოში სიკვდილს ნატრობდა.

 ბაჰრეინში ტრეფიკინგის მსხვერპლი გავხდი, თუმცა საქართველო უარესი იყო... ვიყავით  იზოლირებულად,  არავის ნდობა შეიძლებოდა. ბაჰრეინში ქალები ერთმანეთს ეხმარებოდნენ; ჩვენ იმ ანაზღაურებას ვიღებდით რომელსაც პროსტიტუციით გამოვიმუშავებდით, თუმცა საქართველოში  ყველაზე საშინელი ის იყო. არც ერთ ჩვენგანს არ ჰქონდა წარმოდგენა რა დაემართებოდა ჩვენს სხეულს. სექს-მუშაკობის დროს ვიცოდით რასაც ვაკეთებდით, მაგრამ  თეთრი აბები, ინექციები და სანთლები არავინ  იცოდა რა შედეგამდე მიგვიყვანდა. ვფიქრობდი,  თითქოს მე არ ვიყავი ჩემი სხეულის პატრონი. თითქოს იქ წამებისთვის მიმიყვანეს....

ზოგიერთი ქალი ამბობს, რომ სუროგაციისთვის ქვეყანაში ჩამოყვანილებს თითების დამტვრევვითაც ემუქრებოდნენ, თუ ვინმე წესებს დაარღვევდა და გაქცევას გადაწყვეტდა. 

 ევა ხშირად სტუმრობდა ტაილანდელ ქალს ოთახში, რომელის ამბობდა , რომ ამ სამსახურში  შეცდომით მოხვდა. მან რესტორნის მზარეულის შესახებ ნახა ონლაინ განცხადება, თუმცა, როდესაც  თბილისში ჩავიდა, მისმა აგენტმა უთხრა, რომ პოზიცია შევსებული იყო და ვალის დასაფარად ფულის გამომუშავების ერთადერთი გზა სუროგატი დედობა იყო. ქალმა, რომელმაც ის დაიქირავა, გააფრთხილა, რომ თუ გაქცევას შეეცდებოდა, უფროსები დაიჭერდნენ და თითებს მოაჭრიდნენ.

უამრავი ისტორია იყო: გოგონას შესახებ, რომელიც გაიქცა, მაგრამ იპოვეს და სხვა უფროსს მიჰყიდეს. ან სხვა ქალის შესახებ, რომელსაც ჯოსთან კამათი ჰქონდა, შემდეგ კი მისი აგენტი დაუკავშირდა და უთხრა, რომ ჯარიმის გადახდა და საკუთარი ბილეთის ყიდვა მოუწევდა თორემ ხელახლა გაყიდიდნენ.

ქალები ყვებიან, რომ თუ თუ მათ უკან დაბრუნება მოუნდებოდათ, უფროსებისთვის ის თანხა უნდა აენაზღაურებინათ, რაც მათი საქარველოში ჩამოყვანა დაჯდა, საუბარია დახლოებით 2,200 აშშ დოლარზე. 

ქალს, რომელსაც წასვლა სურდა, სინამდვილეში მხოლოდ ორი არჩევანი ჰქონდა: შეეძლო ფულის თხოვნა ოჯახის წევრებისთვის  ან შეეძლო კვერცხუჯრედების გაყიდვა.

თუ ხუთი სახლიდან რომელიმეში რომელიმე ქალი უკან დაბრუნებას გადაწყვეტდა,  მას პრობლემები შეექმნებოდა. საკუთარი ფულის გადახდის გარდა, მას უფროსებისთვის უნდა აენაზღაურებინა ის თანხაც, რაც, მათი თქმით, დაუჯდათ. ეს ფასი მინიმუმ 70,000 ბატი (2,200 აშშ დოლარი) იყო.თუმცა, ქალები საქართველოში იმიტომ ჩამოვიდნენ, რომ თავიდანვე ამხელა ფული არ ჰქონდათ. ამიტომ, ქალს, რომელსაც წასვლა სურდა, სინამდვილეში მხოლოდ ორი არჩევანი ჰქონდა: შეეძლო ფულის თხოვნა ოჯახის წევრებისთვის   ან შეეძლო კვერცხუჯრედების გაყიდვა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველო სუროგაციასთან დაკავშირებულ სკანდალში ეხვევა. რამდენიმე თვის წინ ამ საქმეზე გამოძიებაც დაიწყო და ქინდერლი ჯორჯიას დამფუძნებელი, სომეხი ბიზნესმენიც დააკავეს.

"საფარის" დამფუძნებელი ბაია პატარაია ამბობს, რომ ათობით სუროგატი დედის საქმე დევს შსს-ს თაროზე, რომელთაც ტრეფიკინგის მუხლითაც კი არ დაუწყიათ გამოძიება. 

საქართველოში არც კანონმდებლობა ვარგა, არც აღსრულება და აღქმა ამ პრობლემის. ხშირად ქონებრივ დავად მიიჩნევენ ამ დავას, რაც არის აბსოლუტური სისულელე და ხშირად პოლიცია უარს ამბობს, რომ რაიმე გამოიძიონ ან ჩაერიოს. ჩვენ გვაქვს ათობით სუროგატი დედის საქმე, რომლებიც რეალურად არიან ექსპლუატირებულები და ძალიან დიდი ბრძოლა დაგვჭირდა იმისთვის, რომ საერთოდ გამოძიება დაიწყო შსს-მ და ტრეფიკინგის მუხლით არც დაუწყიათ გამოძიება, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ძალიან მკაფიო მაგალითი ტრეფიკინგისა - თანამედროვე ფორმა, ამიტომ, სუროგაცია არ არის უსაფრთხო საქართველოში, განსაკუთრებით უცხოელი ადამიანებისთვსი, რომლებმაც ენაც კი არ იციან და არ იციან, საერთოდ ვის შეიძლება სთხოვონ დახმარება. პრობლემები ექმნებათ როგორც სუროგატ დედებს, ასევე ბიოლოგირუ მშობლებს", - ამბობს ბაია პატარაია.