ზუგდიდი-ანაკლიის მაგისტრალზე მანქანა ამოტრიალდა - დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა

15.12.25 16:24
ზუგდიდი-ანაკლიის მაგისტრალზე მანქანა ამოტრიალდა - დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა

ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდი-ანაკლიის ცენტრალურ მაგისტრალზე -  სოფელ ახალკახათთან მანქანა გზიდან გადავიდა და ამოტრიალდა.

შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა გოგოა დაშავებული. "პირელების" ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.