პროკურორი: დასტურდება, რომ მიქაუტაძე სხვადასხვა კორუფციულ სქემებში მონაწილეობდა

15.12.25 17:31
პროკურორი: დასტურდება, რომ მიქაუტაძე სხვადასხვა კორუფციულ სქემებში მონაწილეობდა

რომეო მიქაუტაძის საქმე- პროკურტურა ამტკიცებს, რომ ეკონომინიკის მინისტრის ექს მოადგილე უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას ახდენდა, როდესაც საქმეში, სხვადასხვა შესყიდვებში მისი, ან მისი და მისი მეუღლის სახელი არსად ჩანდა, თუმცა, ყველაფრის უკან თავად იდგა.

მისი თქმით, სპეციალური ჩატები ჰქონდათ შექმნილი, რომელიც ეხებოდა სხვადასხვა კერძო კომპანიებს და ზუსტად ამ ჩატებით დგინდება, რომ ის მონაწილოებდა სხვადასხვა კომპანიების მართვაში.

ბრალდების მხარემ უკვე დაკითხა 60 მოწმე, ამავდროულად ხდება წერილობით მტკიცებულებების გამოკვლვევაც, ამ ყველაფრით კი დასტურდება, რომ მიქაუტაძე მონაწილებოდა სხვადასხვა კორუფციულ სქემებში, ასევე, როდესაც იყო საჯარო მოხელე, მონაწილეობდა სხვადასხვა კომპანიების მართვაში. სპეციალური ჩატები ჰქონდა მას შექმნილი, რომელიც ეხებოდა სხვადასხვა კერძო კომპანიებს და ზუსტად ამ ჩატებით დგინდება, რომ ის მონაწილოებდა სხვადასხვა კომპანიების მართვაში. შესაბამისი სახელები ჰქონდა ამ ჩატებს დარქმეული, რა კომპანიებთანაც იყო ის დაკავშირებული, მონაწილეობდნენ სხვადასხვა პირები, მეწილეები, ამ ჩატებში, მიქაუტაძე კი როგორც საჯარო მოხელე იყო ჩართული. ეს ჩატები იმ წლებს მოიცავს, როდესაც ის მუშაობდა ეკონომიკის მინისტრად, თბილსერვის ჯგუფში და სხვა საჯარო სამსახურში, - განაცხადა პროკურორმა.

რომეო მიქაუტაძის საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევა 26 დეკემბერს გაგრძელდება.

ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2025 წლის ივნისში დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მიქაუტაძეს ჯამში 8 499 334 ლარის უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზებას ედავებიან. ბრალდების მხარის თქმით, თემატური რევიზიის დასკვნის თანახმად, ბრალდებულს 2017-2024 წლებში მიღებული აქვს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავალი, საიდანაც შეძენილი აქტივების ღირებულებამ შეადგინა 8 499 334 ლარი.

მსგავსი სიახლეები