ბალდის კანიონის მცველები სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულთან შეხვედრას ითხოვენ

15.12.25 18:28
ბალდის კანიონის მცველები სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულთან შეხვედრას ითხოვენ

ბალდის კანიონის მცველები სამეგრელ-ზემო სვანეთის რწმუნებულთან შეხვედრას ითხოვენ. ისინი კაბინეტთან მაღალჩინოსნის გამოჩენას ელოდებიან. 

კანიონის მცველებს აინტერესებთ გაუქმდება თუ არა იჯარის ხელშეკრულება კერძო ინვესტორთან და დაუბრუნდება თუ არა ბალდის კანიონი  ხალხს. 

ვითხოვთ გუბერნატორთან შეხვედრას იმიტომ, რომ თითქმის ყველგან ვცადეთ მისვლა და ყველა ორგანოსთან ვცადეთ კომუნიკაცია, თუმცა არ მყარდება, სამწუხაროდ უარზე არიან სამინისტროც, დაცული ტერიტორიების სააგენტოც, მარტვილის მერიისგანაც სიჩუმეა, არანაირი პასუხი და ამ შემთხვევაში გადავწყვიტეთ, რომ გუბერნატორი შეიძლება იყოს ის, ვინც მინიმუმ რაღაც პასუხი შეიძლება გაგვცეს ან დააორგანიზოს შეხვედრა დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან და ბოლო-ბოლო გაირკვეს ამ პრობლემის დასასრული როდის იქნება. 

მოთხოვნა უცვლელია, რასაც ვითხოვდით პირველ დღეს არის ის, რომ გაუქმდეს მალულად გაცემული იჯარის ხელშეკრულება, რომელიც ასევე არის კორუფცია და დაუბრუნდეს ხალხს ბალდის კანიონი," - ამბობს ცოტნე თვარაძე.

მსგავსი სიახლეები