UFC-ის ჩემპიონმა დუ­მი­ლი და­არ­ღვია - როგორ ეხმიანება უცხოური მედია ილია თოფურიას სკანდალურ განცხადებას

16.12.25 11:49
UFC-ის ჩემპიონმა დუ­მი­ლი და­არ­ღვია - როგორ ეხმიანება უცხოური მედია ილია თოფურიას სკანდალურ განცხადებას

ბოლო დღეებში სოციალურ ქსელებსა და სპორტულ მედიაში გავრცელდა სტატიები, რომლებიც UFC-ის ჩემპიონ ილია თოფურიას ირგვლივ ატეხილ სკანდალს ეხება. პუბლიკაციები გამოქვეყნდა უცხოურ სპორტულ გამოცემებში, მათ შორის MMA-სა და UFC-ზე ფოკუსირებულ ონლაინმედიაში.

სტატიებში აღნიშნულია, რომ თოფურიამ დაარღვია დუმილი UFC-ში დროებითი არყოფნის მიზეზებზე და გააკეთა განცხადება, რომელშიც შანტაჟისა და გამოძალვის მცდელობაზე საუბრობს. ამასთან, რიგ მასალებში ფიგურირებს ოჯახური ძალადობის ბრალდებების თემა, რასაც თავად ტოპურია ცრუ ბრალდებად აფასებს.

თვეები განმავლობაში UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონი, ილია თოფურია მეუღლესთან, ჯორჯია უზკატეგი ბადელთან, მათი ორი მცირეწლოვანი შვილის დედასთან, განქორწინების შესახებ სპეკულაციების ცენტრში იყო. დრამა სოციალურ მედიაში Instagram-ზე გამომწერების გაუქმების და ჯორჯინას ემოციური წარწერებით გულისტკენის შესახებ მინიშნებების გამო გავრცელდა. ჭორები ფინანსებთან და მეურვეობასთან დაკავშირებით უსიამოვნო განხეთქლების შესახებ გაღვივდა. დაძაბულობამ პიკს ნოემბრის ბოლოს მიაღწია, როდესაც თოფურიამ 2026 წლის პირველ ნახევარში ბრძოლებისგან შესვენება გამოაცხადა და ამის მიზეზად "პირად ცხოვრებაში არსებული რთული მომენტი დაასახელა", რის გამოც თოფურიამ დროებით ოქტაგონისგან შესვენება მოითხოვა, - წერს გამოცემა The Playoffs.

კვირების განმავლობაში მისი არყოფნის შესახებ სპეკულაციების შემდეგ, UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონმა ილია თოფურიამ შოკისმომგვრელი მიზეზი გაამხილა, რის გამოც ის უახლოეს მომავალშ ოქტაგონზე არ გავა. დაუმარცხებელმა მებრძოლმა განცადება გაავრცელა, რომელშიც დეტალურად აღწერს მის წინააღმდეგ სავარაუდო გამოძალვის გეგმას, რომელიც, მისი თქმით, ოჯახში ძალადობის შესახებ ცრუ ბრალდებებსაც მოიცავს, -  წერს Sportskeeda.

ელ მატადორის სახელით ცნობილმა მებრძოლმა დუმილი დაარღვია. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ესპანელ-ქართველმა არ დააკონკრეტა ოქტაგონიდან ჩამოშორების დეტალები, ახლა მან გადაწყვიტა, რომ აუცილებელია ამის შესახებ საუაბარი, რის შემდეგაც სოციალურ ქსელშ გამოქვეყნებულ პოსტში თოფურიამ გაამხილა, რომ მას "ოჯახური ძალადობის ცრუ ბრალდებები წაუყენეს". თოფურია ბრძოლას ხელახლა, სავარაუდოდ, 2026 წლის მეორე კვარტლამდე არ დაიწყებს, -  წერს გამოცემა Sherdog.

UFC-ის ორგზის ჩემპიონმა ილია თოფურიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, რომელშიც განმარტა, რომ პირად ცხოვრებაში არსებული სირთულეების გამო ვერ შეძლებს 2026 წლის პირველ კვარტალში დაგეგმილ ბრძოლასა და ტიტულის დაცვაში მონაწილეობას. მისი თქმით, არსებული ვითარების მოსაგვარებლად უკვე მიმართა სამართლებრივ ქმედებებს.

თოფურიას განცხადებით, მას ოჯახში ძალადობის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებით აშანტაჟებდნენ. 

მსგავსი სიახლეები