"ოცნების" პროპაგანდისტი, გოგა ხაინდრავა კინოცენტრისგან 955 000 ლარს მიიღებს

16.12.25 13:31
"ოცნების" პროპაგანდისტი, გოგა  ხაინდრავა კინოცენტრისგან 955 000 ლარს მიიღებს

"ოცნების" პროპაგანდისტი, გოგა ხაინდრავა კინოცენტრისგან თითქმის მილიონი ლარს მიიღებს - ის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების წარმოების დაფინანსების კონკურსში ერთ-ერთი გამარჯვებულია და 955 000 ლარს მიიღებს. 

კინოცენტრის ამავე კონკურსში გაიმარჯვეს: 

  • „შინ“ – პროდიუსერი: შპს „ახალი ქართული ფილმი“ (რეჟისორი: გიორგი აბაშიშვილი) 955 000 ლარით;
  • „იარე“ – პროდიუსერი: შპს „რონინფილმი“ (რეჟისორი: გიორგი ხურცილავა) 635 000 ლარით;
  • „ზღვა ყველას მიიღებს“ – პროდიუსერი: შპს „ჯემინი“ (რეჟისორი: თინათინ ყაჯრიშვილი) 955 000 ლარით;
  • „შენდობა“ – პროდიუსერი: შპს „ლე ხაინდრაო პროდაქშენ“ (რეჟისორი: გიორგი ხაინდრავა) 955 000 ლარით.

გასულ წელს გოგა ხაინდრავა შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალზე კინოცენტრის 12-წევრიანი დელეგაციის წევრიც იყო.

დელეგაციაში იყვნენ კულტურის სამინისტროს თანამშრომლებიც, ასევე ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომელი და რამდენიმე კინემატოგრაფისტი.

შეგახენებთ, რომ 450-ზე მეტი კინემატოგრაფისტი 2 წელზე მეტია, ბოიკოტს აცხადებს „მიტაცებულ კინოცენტრთან“ თანამშრომლობაზე.

მსგავსი სიახლეები