სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული 14 პირის პროცესზე 7-საათიანი ვიდეო-ჩანაწერი განიხილება
თბილისის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული 14 პირის პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ "TV პირველის" ეთერში გადაცემული 7-საათიანი ვიდეო-ჩანაწერია.
ადვოკატების განცხადებით ვიდეო-ჩანაწერი, რომელიც პროკურატურამ წარადგინა მათი დაცვის ქვეშ მყოფების დანაშაულს არ ასახავს.
ამასთან, დღევანდელ პროცესს ესწრება ბათუმელი მედროშე, ზურა ჭავჭანიძეც, რომელიც 2 კვირაზე მეტია შიმშილობს.
მან მოსამართლეს სიტყვის თქმის უფლების მიცემა სთხოვა, რაზეც რომეო ტყეშელაშვილმა უარი განუცხადა.
სიტყვის მიცემისა და განცხადებების გაკეთების ადგილი სასამართლო დარბაზი არ არის, სიტყვებსა და განცხადებას საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს" - თქვა მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა.