არასრულწლოვნების შესახებ კანონის გამკაცრება პრობლემას ვერ მოაგვარებს - უფლებადამცველების პასუხი "ოცნებას"
არასრულწლოვნების შესახებ კანონის გამკაცრება პრობლემას ვერ მოაგვარებს, - ასე აფასებენ უფლებადამცველები "ოცნების" გადაწყვეტილებას.
იურისტი ანა თავხელიძე ამბობს, რომ "ოცნების" ხელისუფლება ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს. მისი თქმით, ერთის მხრივ, სჯის იმ სრულწლოვანს, რომელმაც დანაშაულისთვის არასრულწლოვანი გამოიყენა, თუმცა, ამავდროულად, მოზარდს, როგორც მსვერპლს არ უდგება.
უფლებამდაცველი მიიჩნევს, რომ არასრულწლოვნებისთვის სპეციალური ცენტრების შექმნა არასწორია და არ ემსახურება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.
ერთის მხრივ, სახელმწიფო ამბობს, რომ ვინც ამ ბავშვებს იყენებს დანაშაულის ჩასადენად, მათ მკაცრად დავსჯი, მაგრამ ამადროულად, ამ ბავშვებს უდგება არა როგორც მსხვერპლებს, არამედ როგორც დამნაშავეებს და ასევე სადამსჯელო პოლიტიკას ატარებს მათ მიმართ. ეს ერთი საკითხი, რაც ურთიერთსაწინააღმდეგოა და კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ცენტრების შექმნა და 14 წლის ბავშვების ინსტიტუციებში გამოკეტვა, არ არის ბავშის საუკეთესო ინტერესები. ეს არღვევს მათ უფლებებს.
მეორე საკითხი - აქ არ არის მნიშვნელოვანი და მთავარი, რამდენად მკაცრი სასჯელი ჩაიწერება კანონში. მთავარია, რამდენად ეფექტურად იძიებს სახელმწიფო ასეთ საქმეებს, - ამბობს უფლებდამცველი.
უფლებამდაცველი გოგა ხატიაშვილი კი ამბობს, რომ მსგავს შემთხვევებში მხოლოდ სრულწლოვანი პირების დასჯა არაა მნიშვნელოვანი, აუცილებელია, პოლიციამ მსგავის ფაქტები გამოავლინოს და დაინტერესდეს, ვინ დგას რეალურად დანაშაულის უკან.
კანონმდებლების მიზანი არის სწორედ ის, რომ კიდევ უფრო დაუმძიმდეთ ასეთ სრულწლოვან პირებს პასუხისმგებლობა, ვინც ცოცხალ იარაღად იყენებს არასრულწლოვანს ან მათი მეშვეობით და მათთან თანამონაწილეობით სჩადის დანაშაულს, თუმცა მხოლოდ სასჯელის დამძიმება ვერ იქნება ამ პრობლემის გადაჭრის ეფექტიანი გზა და მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცველებმა პირიქით, ხელი შეუწყონ მსგავსი შემთხვევების გამოვლენას და როდესაც გაიგებენ, რომ არასრულწლოვანმა, მათ შორის 14 წლის ასაკს მიუღწეველმა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა, ყოველთვის დაინტერესდნენ, ვინ შეიძლება, იდგეს ასეთი ქმედების უკან, - ამბობს
"ქართული ოცნება" უბნის იმ "მაყურებლზე" ნადირობას იწყებს, ვინც არასრუწლოვანთა დანაშაულის უკან დგას - პარლამენტი კანონს ამკაცრებს.
დეკემბრიდან 53-ე პრიმა მუხლს მეორე და მესამე პრიმა ნაწილები ემატება, რაც დამამძიმებელ გარემოებად ხდის არასრულწლოვანთა დანაშაულში ჩართვას იმ სრულწლოვნებისთვის, რომლებიც აღნიშნულ დანაშაულში იქნებიან მხილებულნი.