თელავში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა
თელავში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა.
შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 73 წლის ქალი ფეხით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
მათივე ცნობით, ის ერთ-ერთი სკოლის პედაგოგი იყო.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.