სასახლის ღობის საქმე - პროკურორი ამტკიცებდა, რომ ხამუთი საქმეში არ ფიგურირებს

16.12.25 19:01
სასახლის ღობის საქმე - პროკურორი ამტკიცებდა, რომ ხამუთი საქმეში არ ფიგურირებს

სასახლის ღობის საქმე მტკიცებულებების გარეშე - საქმიდან გამქრალია ხამუთი,  რომელიც “შაბათის ეთერის“ გადაღებულ  კადრებში ჩანდა, როგორ ჰქონდა სასახლის ღობის გადაჭრილ ნაწილს შემოხვეული. ირკვევა, რომ  არავის გამოუძიებია ვინ და როგორ დაამაგრა ის.  დღევანდელ სასამართლო პროცესზე, პროკურატურას 7 საათიანი ვიდეომასალა ჰქონდა წარმოდგენილი. ის 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით „ტვ პირველის“ პირდაპირი ეთერიდან ამოღებული მასალა იყო.

პროკურორი ლაშა ცქვიტარია ამტკიცებდა, რომ სასახლის ღობეზე ხამუთი დამაგრებული არ ყოფილა და კადრები რეალობას არ ასახავს. შესაბამისად ის არავის ამოუღია და არც ექსპერტიზაზე გაუგზავნია.

დღევანდელი ვიდეოთი დადასტურდა როგორც ძალადობრივი მოწოდება ორგანიზატორების მხრიდან ძალადობის ჩადენისკენ, ასევე უშაუალო, აქციაში ძალადობრივი ქმედებებით გამორჩეული პირთა მიერ ჩადენილი ძალადობრივი აქტი. ღობესთან მიმართებაში ჩატარებულია მთელი რიგი ექსპერტიზის დასკვნა, მათ შორის ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რითაც ცალსახად დასტურდება, რომ ღობე დაზიანდა ფიზიკური შემხებლობის შედეგად, უშუალოდ შედუღების ადგილას, ღობესთან მიმართებაში რაიმე ჭრის კვალი არ არის დადასტურებული. ხამუთი საქმეში არ ფიგურირებს და ეს დადასტურებულია შემთხვევის ადგილის დათვალიერებით, - განაცხადა პროკურორმა.

პროკურატურა ამტკიცებს, რომ აქციის ორგანიზატორების მოწოდების შემდეგ აქტივისტები ორბელიანის სასახლისკენ გაემართნენ, თუმცა, ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ აქვთ.  უფლებადამცველები კი ამბობენ, რომ ვერცერთი კადრი, რომელიც ბრალდებულების წინააღმდეგ საქმეში დევს, ბრალის დამადასტურებლად ვერ ჩაითვლება. 

ვიდეო მასალის გამოკვლევა რომ დაიწყეს, ვნახეთ ზოდელავას, ბურჭულაძის გამოსვლები და ეს გამოსვლები რა კავშირში იყო ადამიანებთან, ეს უნდა აღენიშნა. უდნა ეთქვა, მას თუ მაიჩნდა, რომ ეს ადამიანები მათი მოწოდების შემდეგ წავიდნენ და ძალადობა განახორციელეს, ეს უნდოდა ეთქვა? მაშინ უნდა მიეთითებინა, რაც არ გააკეთა. და ეს პირები საერთოდ იდგნენ იმ აქციაზე, სადაც მოწოდება იყო? ვიდეომასალაში ეს პირები არ ჩანან და მგონია, პროკურორმა იმიტომ არ გააკეთა მითითება, რომ ისინი მოწოდების დროს საერთოდ არ ჩანან. უფრო მეტიც, მსვლელობსი კადრებშიც კი არ ჩანან ეს პირები, - განაცხადა ადვოკატმა.

 

მსგავსი სიახლეები