"ჰეროკრატიიდან" "შენდობამდე" - "ოცნების" პროპაგანდისტ რეჟისორს დიდ ფულს მისცემენ
რეჟისორი გოგა ხაინდრავა ახალი ფილმის გადასაღებად ემზადება. ეროვნული კინოცენტრის გადაწყვეტილებით, მისი პროექტი სახელწოდებით „შენდობა“ სახელმწიფო დაფინანსებას მიიღებს - რეჟისორს 955 ათასი ლარი გამოეყო.
ეროვნული კინოცენტრის წესების მიხედვით, ერთი პროექტის დასაფინანსებლად მაქსიმალური ზღვარი ერთი მილიონი ლარია, შესაბამისად, ხაინდრავამ შესაძლო მაქსიმუმს თითქმის სრულად მიაღწია - დაფინანსების ზღვრამდე მხოლოდ 45 ათასი ლარი დააკლდა.
ფილმის შინაარსი ამ ეტაპზე გასაიდუმლოებულია. პროექტზე კომენტარს არ აკეთებენ არც თავად ავტორი, არც კინოცენტრის დირექტორი და არც შესარჩევი კომისიის წევრები. უცნობია, შეეხება თუ არა ფილმი ოკუპირებულ ტერიტორიებს ან იქ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს.
კინომცოდნეების შეფასებით, არ არის გამორიცხული, რომ ხაინდრავას ახალი ნამუშევარი კვლავ დაემთხვეს „ქართული ოცნების“ ნარატივებს, თუმცა ოფიციალურად ამაზე არანაირი განმარტება გაკეთებულა.
ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.