არქიმანდრიტი დოროთე: 57-ჯერ რომ ამხსნან ჯვარი, ხალხის გულწრფელი მადლიერება და ერთი ჩახუტება, 57 ათას ჯვარს მირჩევნია

16.12.25 21:43
არქიმანდრიტი დოროთე: 57-ჯერ რომ ამხსნან ჯვარი, ხალხის გულწრფელი მადლიერება და ერთი ჩახუტება, 57 ათას ჯვარს მირჩევნია

57-ჯერ რომ ამხსნან ჯვარი, ხალხის გულწრფელი მადლიერება და ერთი ჩახუტება, 57 ათას ჯვარს მირჩევნია. ამიტომ მე მზად ვარ ბოლომდე ბრძოლისთვის, - ამის შესახებ არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა “ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მისთვის საპატრიარქოს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ის უფრო მეტ სასჯელს, ფიზიკურ გადანდგურებასაც კი ელოდა.

მოულოდნელი არ იყო, უფრო მეტსაც, ფიზიკურად განადგურებასაც ველოდი. ფიზიკურად რომ გავენადგურებინე, ამისთვისაც მზად ვიყავი, მუქარები არ იყო, თუმცა ვიცი, ესენი როგორი მკვლელები არიან, რუსების და მისი მსახურების ხელწერა ვიცი. 

უბრალოდ, ვერ ვხვდები რაში აწყობდათ. თავიდან არ ეგონათ, მე მგონი, რომ ამდენს შევძლებდი და ამდენ სიყვარულს და პატივისცემას დავიმსახურებდი ხალხისგან. 

მათი ყოველის აქციელი მათ წინააღმდეგ მოქმედებს, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით. 

დღეს ვიყავი დაბარებული, მაგრამ გუშინ დამსაჯეს. ამან გამაკვირვა და მას შემდეგ ვფიქრობ, რატომ გააკეთეს ასე. იჩქარეს და პატრიარქსი ხელმოწერით დამსაჯეს, რომ პატრიარქზე გადასულიყო, ან მე მეტქვა, რომ აი, პატრიარქმა დამსაჯა, ან ხალხს ეთქვა, როგორი ცუდია პატრიარქი. აი, დააკვირდით, როდესაც რარაცას აქვეყნებს საპატრიარქოს სახელით, მთელი ისრები მასზე გადადის, როცა ერისთვის ცუდია რაღაც. ჩვენი ერი, განსაკუთრებით ის ხალხი, ვინც პროცესებშია ჩართული, არცერთს არ უთქვამს აუგი პატრიარქზე, რადგან ყველამ იცის, რომ ეს ამათმა გააკეთეს. ეს კი იმიტომ გააკეთეს, რომ სწორედ ამის გამოწვევა უნდოდათ. 

... თუ პატრიარქი მსჯის, არასდროს პატრიარქს მღვდელი დაბარების გარეშე არ დაუსჯია, ჯერ იბარებდა, პასუხს სთხოვდა, რატომ აკეტებ ამას, შეუძლებელია პატრიარქმა მე დამსაჯოს დაბარების გარეშე. სხვისი ნათქვამით როგორ დამსჯის, მისი მღვდელი ვარ, - განაცხადა სასულიერო პირმა.

არქიმანდრიტი დარწმუნებულია, რომ სამღვდელოებაში 10-დან 6 ან 7 მისი გულშემატკივარია, რადგან, მისი თქმით, ჯაღმაიძეს ვერავინ იტანს და იციან ვინცაა.  

10-დან 6 ან 7 სამღვდელოებაში ჩემი გულშემატკივარია, ვერავინ ვერ იტანს მათ, ყველამ იცის ჯაღმაიძე ვინაა, მაგრამ ზოგს აშინებენ, ზოგს კვებავენ, ზოგს აშანტაჟებენ, ზოგი კი ფიქრობს, რომ დაანგრევენ და მთელ ოჯახს დაუნგრევენ. ახლა რაც მე გამიკეთეს, მე ბერი ვარ და ჩემთვის ასატანია, მთელი ერი ჩემთანაა და მე მათთან ვარ, მაგრამ ვინმე დეკანოზი წინამძღვრობიდან გაუშვან, ან მღვდლობა შეუწყვიტონ, იმით არსებობს ის და ჰყავს 7 შვილი, წარმოიდგინეთ რა სიტუაციაში აღმოჩნდება უცბად, - დასძინა არქიმანდრიტმა.

 

მსგავსი სიახლეები