საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები ორბელიანების სასახლესთან მივიდნენ
საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები ორბელიანების სასახლესთან მივიდნენ და 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლება მოითხოვეს.
ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველებიც.
მანამდე მსვლელობის მონაწილეები სასტუმრო “პარაგრაფთანაც” შეჩერდნენ, სადაც ე.წ. არაბული ინვესტიცია გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ვერანაირი შემზღუდავი კანონით და ვერც სხვა მეთოდებით ქართველის ხალხის თავისუფლებისკენ სწრაფვას ვერ ჩაკლავენ.