მამა დოროთეს ჯვარი სარწმუნოების გამო კი არა, მისი პოზიციის გამო მოხსნეს - ირაკლი წულაია

16.12.25 23:54
მამა დოროთეს ჯვარი სარწმუნოების გამო კი არა, მისი პოზიციის გამო მოხსნეს - ირაკლი წულაია

სარწმუნოების გამო არ მოუხსნიათ ჯვარი დოროთესთვის, მისი პოზიციის გამო მოხსნეს და ეს არის სწორედ პოლიტიკის და ძალაუფლების შეტანა ეკლესიაში, - ამის შესახებ ჟურნალისტმა ირაკლი წულაიამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

მისი თქმით, “პირველად ნახა საზოგადოებრივ ასპარეზზე სასულიერო პირები რომ იბრძოდნენ და სწორედ ამის გამო მოხსნეს მას ჯვარი.“

სარწმუნოების გამო არ მოუხსნიათ ჯვარი მამა დოროთესთვის, მისი პოზიციის გამო მოხსნეს და ეს არის სწორედ პოლიტიკის და ძალაუფლების შეტანა ეკლესიაში. მე ვერ გავიხსენებ, როდის იდგა ბოლოს მღვდელი ხალხთან. მახსენდება ის, როცა ჯიპებზე სხედან, ბიზენსები აქვთ და მაფიოზებად არიან ქცეულები. საზოგადოებრივ ასპარეზზე პირველად ვნახე მამა დოროთე და მისი საძმო გამოსულია და ხალხის გვერდით დგას, იბრძვის და ამის გამო მოხსენს ჯვარი,- განაცხადა ირაკლი წულაიამ. 

მსგავსი სიახლეები