"ნასეტკა ბექა გოცირიძე ტიროდა, ბიჭები გამოუშვითო და მურუსიძის მონამ, ქოცალა მოსამართლემ არაო" - აქტივისტი

17.12.25 17:35
"ნასეტკა ბექა გოცირიძე ტიროდა, ბიჭები გამოუშვითო და მურუსიძის მონამ, ქოცალა მოსამართლემ არაო" - აქტივისტი

მურუსიძის მონა, ქოცალა - ასე მოიხსენებიებნე სამოქალაქო აქტივისტები მოსამართლე ელენე გოგუაძემ, რომელმაც საქმეში დაზარალებულად ცნობილი ფეხბურთელის, ბექა გოცირიძის პოზიციის მიუხედავად,თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე პატიმრობიდან არ გაათავისუფლა. 

სასამართლო ჩვეულებრივად ქოცების ფილიალია. ჩვეულებრივად 41 აწერია ყველას შუბლზე. ეს მოსამართლე, მონა და ჩვეულებრივი ქოცალაა. ეს ნასეტკა ბექა გოცირიძე დადგა და ტიროდა, ბიჭები გამოუშვით, არ მეგონა თუ საქმე აქამდე მივიდოდაო. იმ ქოცალამ, მურუსიძის მონამ კი გადაწყვიტა, რომ არა, თურმე შეუქმნიდნენ საფრთხეს. ეს ასე არ არის, ხალხო გამოფხიზლდით. ყველას სახლთან დაიჩოქებს ეს აქლემი და ყველას მოგიწევთ სადღაც აი ამ სასამართლოში მოსვლა და თუ ქოცებსი ინტერესებს გადაურბინეთ, აუცილებლად იგივე დაგემარტებათ თქვენც", - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი.  

მოსამართლე ელენე გოგუაძემ ორივე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა. 

გოცირიძემ დღეს სასამართლოზე თქვა, რომ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძის მიმართ პრეტენზია არ აქვს და თანახმააა, ისინი სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლოს. 

ასევე ნახეთ:

რას ედავებიან თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს?

ორივე დაკავებულს ბრალი ჯგუფურად ძალადობაში ედებათ და 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ 31 ივლისს რუსთაველის გამზირზე ყოფილ ფეხბურთელი ბექა გოცირიძე სცემეს.

ვინ არის ბექა გოცირიძე?

დაცვის მხარის თქმით, ბექა გოცირიძე თავიდანვე პროვოკაციის მოწყობის მიზნით მივიდა აქციაზე, მას ჩართული ჰქონდა ე.წ. LIVE და პირდაპირ ეთერში, აქციის მონაწილეების აგინებდა და აყენებდა შეურაცხყოფას, რასაც მოჰყვა დაპირისპირებაც.

აქტივისტების თქმით, ის რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებთან სხვა დროსაც მისულა. სოციალურ ქსელში არის ვიდეო-მასალებიც, სადაც  ბექა გოცირიძე აქციის მონაწილეებს სხვადასხვა დროს აგინებს. 

 

მსგავსი სიახლეები