"არც ბოდიში მაქვს მოსახდელი და არც არავის შეწყალებას ვსაჭიროებ" - ზვიად ცეცხლაძის პასუხი "ოცნებას"
"არც ბოდიში მაქვს მოსახდელი და არც არავის შეწყალებას ვსაჭიროებ" - ამის შესახებ სინდისის პატიმარი, ზვიად ცეცხლაძე ციხიდან გამოგზავნი წერილში წერს, რომელსაც სოციალურ ქსელში "დაფიონი" ავრცელებს.
- ზვიად ცეცხლაძე მიხეილ ყაველაშვილის მიმართავს, რომელიც არ გამორიცხავს, რომ აღიარების სანაცვლოდ დაკავებული ახალგაზრდები შეიწყალოს.
სინდისის პატიმრის თქმით, მისი ქმედებები არასდროს ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციას.
მე არ ვარ შეცდომაში შეყვანილი ადამიანი. თითოეულ ჩემ ქმედებაზე მხოლოდ მე ვარ პასუხისმგებელი. ჩემი ქმედებები კი არასდროს ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციას. პროტესტზეც ჩემი შეგნებით, კონსტიტუციის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის დასაცავად გამოვედი, (არავის აქვს ხელისუფლების მითვისების უფლება). ჩემი ქმედებები კი სავსებით ჯდებოდა “ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პრეამბულით აღიარებულ უფლებაში, სადაც დიქტატურაში მცხოვრებ მოქალაქეს აქვს აჯანყების უფლება-ვალდებულება. შესაბამისად, არც ბოდიში მაქვს მოსახდელი და არც არავის შეწყალებას ვსაჭიროებ (განსაკუთრებით კი ყაველაშვილის). იგივე პრინციპებით ვიბრძვი დღეს, ვიბრძოლებ ხვალ და ვიბრძოლებ ყოველთვის," - წერს ზვიად ცეცხლაძე.
სინდისის პატიმრების შესაძლო გათავისუფლებასთან დაკავშირებით კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც "ქართული ოცნების" ღია მხარდამჭერმა გია გაჩეჩილაძემ საჯაროდ მოუწოდა "ოცნების" ხელისუფლებას და საპატრიარქოს, საახალწლოდ დაკავებულები შეიწყალონ. ამავე პერიოდს დაემთხვა მიხეილ ყაველაშვილის განცხადებაც, რამაც თემის ირგვლივ დისკუსია კიდევ უფრო გააქტიურა.
- "შეწყალებაზე საუბარი ზედმეტია, არც უდოს შემოთავაზებაზე მოვაწერე ხელი" - რას წერს ანდრო ჭიჭინაძე
- არც შეწყალება და არც საპროცესო! - ზვიად ცეცხლაძის მამის პასუხი "ოცნებას"
- "ნებისმიერი შემოთავაზებული შეღავათი იქნება უარყოფილი, მიფურთხებული ჩემგან" - სინდისის პატიმარი "ოცნებას" პასუხობს
- "თვითონ უნდა მთხოვონ შეწყალება" - ვეფხია კასრაძის პასუხი "ოცნებას"