მოკლული მასწავლებლის დედის პასუხი ბრალდებული არასრულწლოვნების ოჯახებს
მოკლული მასწავლებლის დედის პასუხი ბრალდებული არასრულწლოვნების ოჯახებს - ეკა კუპატაძე ფიქრობს, რომ დაკავებული მოზარდების მშობლები ახლა ყველა მეთოდს მიმართავენ, რომ მათი შვილები ციხეს გადაარჩინონ.
მე ამას ველოდი - უთხრა ცოტა ხნის წინ "პირველებს" გიგა ავალიანის დედამ. ეკა კუპატაძე ამბობს, რომ დაკავებულთა ნათესავები უსაფუძვლო თავის მართლების რეჟიმში არიან.
დღეს ავალიანის ოჯახმა სოციალურ ქსელში გაასაჯაროვა წერილი, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ამ საქმის ერთ-ერთმა მთავარმა ფიგურანტმა დაწერა, თუმცა ავალიანის დედა აცხადებს, რომ წერილის შინაარსი რეალობას აცდენილია.
მოწინააღმდეგე მხარეს ეცა ციხის სუნი. ხვდებიან, რომ ამას ვერ აცდებიან და ამიტომაც ერთობლივად შემოგვიტიეს. ერთობლივად შემოტევას ველოდებოდი, რადგან მოშიმშილე ალქაჯი რომ არის პროკურატურის წინ, მან გუშინ გაგვაფრთხილა, რომ საათ უყურეთო.
ის წერილი მინდა ორი სიტყვით გავშიფრო, რაც გგოონას ოჯახმა დადო. მე ვფიქრობ, ეს არის ადვოკატ გიორგი ლეკიშვილის მიერ დაწყებული თავისმარტლება. ის ხვდება, რომ ახლა კუთხეშია მიმწყვდეული, იცის, რომ არ ვაპატიებ ამას და ამიტომაა მისგან დაწყებული თავის მართლება. მან ამით ხარაკირი გაუკეთა იმ ოჯახს. წერია ერთ გვერდზე წერილი და აქ ჩანს მათემატიკის რვეული, რაც იშიფრება, რომ თითქოს ბავშვი რაღაცას წერდა, თითქოს დედა გადააწყდა და გამწარებულმა დედამ გამოაქვეყნა. სინამდვილეში დააკვირდით წერას, ისე უწერია ამ გოგოს დაწკრიალებულად, რომ ერთი გადახაზულიც არსად არ აქვს. გაბაშვილის მამა იმაზე მეტად აღვირახსნილი ყოფილა, ვიდრე მეგონა - არ შეიძლება ბავშვები ჩაყარო ციხეშიო რომ თქვა, ბავში მაშინ არ იყო, ჩემი შვილის სისხლი რომ წყუროდა? ნეკნებს რომ უმტვრევდა? ეს მესიჯები ხომ აქვთ ნანახი. ის შეიძლება ჩემი საღსალამათი შვილი, უჭკვიანესი, რომ მომიკლეს? ეს არ შეიძლება და არავის ვაპატიებს. მინდა ყველამ იცოდეს, რომ ჩემს შვილი ყველა ორგანო ჩაყვა საფლავში საღსალამათი.
უბრალოდ მათ საქმე ჩაწყვეს მანამ, სანამ იაგო ტალახაძეები ჰყავდათ. ახლა მიხვდნენ, რომ ასე არარ გამოუვად და იბრძიან ყველანაირად, რომ თავი დაიცვან სასამართლოში. გიგას კიდურები დაზიანებული ჰქონდა ორივე მიმართულებით, რაც ნიშნავდა, რომ ორმხირივი ძალადობა იყო მასზე. სახეზე ჰქონდა დაზიანება, ასევე ფეხზე, მოუხებათ, ხეხონ ციხის კედლები.
დაურეკა კლინიკიდან მის დედასო, ეს არის ტყუილი. გიგა ავალიანი კლინიკაში შევიდა კომატოზურ მდგომარეობაში, ის გამოვიდა ცოტა ხანი მდგომარეობიდან, თქვა სახელი და გვარი, მას ჰქონდა ტელეფონი, რომელსაც ჰქონდა კოდი და ისე ვერავინ მოხსნიდა, თავისი დედის ტელეფონი მას ზეპირად არ უთქვას, ვერ იტყოდა, რადგან ძალიან მძიმე დაზიანება ჰქონდა. მე დავურეკე, ამისი გადამოწმება შეიძლება ზარებით", =- ამბობს ეკა კუპატაძე.
რა წერია წერილში, რომელი მოკლული მასწავლებლის მოსწავლის, ნ.ი-ს წერილში, რომელზეც ეკა კუპატაძე საუბრობს.
ეს წერილი დღეს თავად გიგა ავალიანის დედამ გამოაქვეყნა:
- "ნუთუ მე კითხვები, რომ დავსვი მასწავლებლის ქცევებზე, ამ კითხვებმა იმსხვერპლა გიგა ავალიანი? ნორმალური იყო მისი ქცევა ჩემს მიმართ? მართალი ვიყავი? ვკითხე მშობლებს, რატომ არ დამიჯერეს? ვკითხე მასწავლებელს, რატომ არ მიპასუხა? ისე, ბოლომდე სიმართლე ვერავის ვუთხარი. როცა მე ვსვამდი კითხვებს, პასუხებს ვერ ვღებულობდი, ახლა კი ყველა მე მეკითხება, რა მოხდაო. ვიკითხე, მასწავლებელი კომპლიმენტებს რომ მეუბნებოდა, იყო თუ არა ეს ნორმალური? ვიკითხე, მასწავლებელმა თუ გაცილება შემომთავაზა, არის თუ არა ეს ნორმალური? ვიკითხე, რატომ უნდა მოიწყინოს მასწავლებელმა, თუ მე გაკვეთილზე სიცხის გამო ვერ მივდივარ? ვიკითხე იმდენი, რამდენიც გავბედე, რისიც არ მომერიდა… მაგრამ ვერ ვიკითხე: მასწავლებელი რომ შემეხო, ეს ნორმალურია? რაც ვიკითხე, იმაზე ვერ მივიღე პასუხები. ჩემი კითხვების გამო ადამიანი გარდაიცვალა. ჩემი კითხვების გამო ჩემი მეგობრების ოჯახებიც გაუბედურდნენ. ჩემი კითხვების ბრალია თუ უპასუხოს დატოვებული კითხვების? ყველა მეცოდება, ყველა, ვისაც ჩემს მიერ დასმული კითხვების გამო რამე დაემართა… არ ვიცოდი… არ დავუშვებდი."
ეკა კუპატაძე ასევე გამოეხმაურა გუშინ ღამით ბრალდებულების ოჯახებსა და სახლებში ჩატარებულ ჩხრეკების სერიასაც.
- მოკლული მასწავლებლის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების სახლებში ღამით ჩხრეკა ჩატარდა
- მოკლული მასწავლებლის საქმეზე დაკავებული კიდევ ერთი არასრულწლოვანის ოჯახი ადასტურებს, რომ ღამით მათ სახლში ჩხრეკა ჩატარდა
მე დღეს გავიგე, რომ ჩხრეკა ჩატარდა ყველას სახლში. დიახ, მე ამიტომ გამოვედი ქუჩაში. მადლობა ხალხო, მადლობა საზოგადოება, რომ მე ეს შემაძლებინეთ. ასე უნდა იყოს მკვლელობის გამოძიება და არა ისე ტანსაცმელი რომ მიიტანეს პოლიციაში. ახლა ხვდებიან, რომ კუთხეში არიან მიმწყვდეულები და ამიტომ დაიწყეს ეს ბინძური კამპანია. მე და გიგა ავალიანი ვიქნებით ის, ვინც შეძლებს იმას, რომ ჩვენსავით უბრალო ხალხი ფეხქვეშ ვერარ გათელონ", - ამბობს ავალიანის დედა.
ცნობისთვის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ოთხი არასრულწლოვანიდან ორს - დ.ჩ.-სა და ა.ნ.-ს ბრალდება დაუმძიმდათ. აქამდე მათ დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდნენ. დამძიმებული ბრალდება, რომელიც განზრახ მძიმე დაზიანების ჯგუფურად მომზადებას გულისხმობს, 9-დან 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
რა მოხდა?
საჯაროდ გავრცელებული ცნობების თანახმად, 2025 წლის პირველ ოქტომბერს, ღამით, 22:20 საათზე თბილისში, თემქის დასახლებაში მასწავლებელს ორი არასრულწლოვანი აედევნა. ისინი გიგა ავალიანს სახლამდე გაჰყვნენ, სადარბაზოში შესვლამდე თავს დაესხნენ, ერთ-ერთი ამ სცენას ტელეფონით იღებდა. ახალგაზრდა 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
რა დაწერა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ:
სიკვდილის მიზეზი გახდა „ქალა-ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმა, მარჯვნივ შუბლის ძვლის სრული მოტეხილობით“.
რამდენი პირი დააკავეს?
საქმეზე ოთხი პირია დაკავებული, აქედან, თავდაპირველად, ბრალდება ორ არასრულწლოვანს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა, თუმცა ავალიანების მოთხოვნის შემდეგ მათ ბრალი დაუმძიმდათ.