მიშო ქავთარაძის მკვლელობის საქმე - ხმაური და დაპირისპირება სასამართლოზე, სადაც განსასჯელის სკამზე სპეცრაზმელები ისხდნენ
27 წლის მიშო ქავთარაძის მკვლელობის საქმე - ხმაური და დაპირისპირება იყო დღეს სასამართლო პროცესზე, სადაც განსასჯელის სკამზე სპეცრაზმელები ისხდნენ.
სხდომაზე ახალგაზრდა ბიჭის მკვლელობის კადრები აჩვენეს, პროკურატურის ვერსიით, ორი დაკავებულიდან ერთ-ერთი დაჭრილ ბიჭს ზემოდან დააჯდა და ურტყავდა. ეს უმძიმესი მოსასმენი იყო დარბაზში მყოფი მოკლული ბიჭის დედისთვის და ოჯახის წევრებისთვის.
"ფეხებით შედგა და ისე მოგვიკლა ბიჭი, მოგეჭრება ეგ ფეხები..." - ასეთი შეძახილები ისმოდა დღეს პროცესზე.
"ხარებას" სპეცრაზმელებს - თორნიკე გოგიძეს და ოთარ მარანელს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან, რაც გარდაცვილილი ბიჭის ოჯახისთის კატეგორიულად მიუღებელია. ისინი ბრალის გადაკვალიფიცირებას ითხოვენ. გდდ-ს ყოფილ თანამშრომლებს ხელბორკილები გუშინ დაადეს.
საუბარია ერთი წლის წინ მომხდარ მკვლელობაზე, როცა ახალგაზრდა ბიჭი მისივე კორპუსის ეზოში, მამის თვალწინ მოკლეს.
ამ თემაზე ჟურნალისტური გამოძიება ტვ პირველის "შაბათის ეთერმა" მოამზადა და მოიპოვა კადრებიც, რომელიც დანაშუალში სპეცრაზმელების მონაწილეობას ადასტურებდა.
- 9 წუთიან უწყვეტ ვიდეოში ჩანს ის სამი სპეცრაზმელიც, ვის თვალწინაც ახალგაზრდა მოკლეს.
- უმძიმესი ჭრილობები მიაყენეს გელა ქავთარაძესაც, (მოკლული ბიჭის მამა) 62 წლის კაცს დანა 4-ჯერ ჩაარტყეს.
- ჩხუბის დროს დაიჭრა ქავთარაძეების ორი მეზობელიც, ისინი შეიარაღებული თავდასხმის დროს გამშველებლები იყვნენ.