"არ ვურჩევ "ოცნებას" ბევრი გაბრაზებული მოქალაქის ყოლას" - სტუ-ს პროფესორი

06.02.26 18:30
"არ ვურჩევ "ოცნებას" ბევრი გაბრაზებული მოქალაქის ყოლას" - სტუ-ს პროფესორი

"არ ვურჩევ "ოცნებას" ბევრი გაბრაზებული მოქალაქის ყოლას" - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა, მანანა მაღრაძემ განაცხადა. 

ამის შესახებ მან განათლების სამინისტროში თსუ-სა და სტუ-ს პროფესორ-მასწავლებლებისა და რექტორების "ოცნების" განათლების მინისტრ გივი მიქანაძესთან შეხვედრის დაწყებამდე ისაუბრა. 

ჩემი დადებითი პოზიცია, რომ იყოს გაერთიანებასთან დაკავშირებით, მე აქ არ ვიქნებოდი. მე მიმაჩნია, თუ მოგვისმენენ და ალბათ, მთვარობამ უნდა მოუსმინოს თავს ხალხს, ჩვენ არგუმენტებს თუ მოისმენენ, მე მგონი, შეცვლიან გადაწყვეტილებას, თუ არ მოგვისმენენ, მაშინ არაფერი არ იქნება. მე არ ვურჩევ მთავრობას ბევრი გაბრაზებული მოქალაქის ყოლას," - განაცხადა მანანა მაღრაძემ.