"ამ პოლიტიკით ხელისუფლება სჯის უნივერსიტეტებს" - იაგო კაჭკაჭიშვილი

06.02.26 18:35
"ამ პოლიტიკით ხელისუფლება სჯის უნივერსიტეტებს" - იაგო კაჭკაჭიშვილი

"ამ პოლიტიკით ხელისუფლება სჯის უნივერსიტეტებს" - ამის შესახებ სოციოლოგმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, იაგო კაჭკაჭიშვილმა განაცხადა. 

ამის შესახებ მან განათლების სამინისტროში თსუ-სა და სტუ-ს პროფესორ-მასწავლებლებისა და რექტორების "ოცნების" განათლების მინისტრ გივი მიქანაძესთან შეხვედრის დაწყებამდე ისაუბრა. 

ამ ორი უნივერსიტეტის გაერთიანება შეუძლებელია წარმოვიდგინოთ განათლების სფეროში მიმდინარე საერთო პოლიტიკის ჭრილში და ზოგადად ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკის ჭრილში. რამდენიმე დღის წინ, მიიღეს კანონი "გრანტების შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებები, პირველი მოსმენით მიიღო პარლამენტმა ეს გადაწყვეტილება და ამ ცვლილების თანახმად, ნებისმიერი თეთრი, რომელიც უცხოური გრანტის სახით შემოვა საქართველოში და მოხმარდება ნებისმიერ აქტივობას, არის დასჯადი.

უნივერსიტეტი ის ორგანიზმია, რომელსაც საზოგადოებაზე გავლენის მოხდენის პოტენცია არა უბრალოდ აქვს, არამედ ევალება, რომ ეს გააკეთოს, შესაბამისად ამ პოლიტიკით ხელისუფლება სჯის უნივერსიტეტებს და მათ აცხადებს კანონგარეშედ, მათ აცხადებს სამთავრობო ვერტიკალზე დაქვემდებარებულად," - განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.