ტელეკომპანია "იმედი" 1000 ლარად გაიყიდა

06.02.26 20:49
ტელეკომპანია "იმედი" 1000 ლარად გაიყიდა

ტელეკომპანია "იმედი" 1000 ლარად გაიყიდა. 

მხარეები შეთანხმდნენ, რომ გამყიდველი ამ ხელშეკრულების 1.1 პუნქტით განსაზღვრულ ნასყიდობის საგანზე საკუთრების უფლებას გადასცემს მყიდველს სიმბოლურ ფასად - 1000 (ერთი ათას) ლარად, რაც მყიდველის მიერ გადახდილ უჯდა იქნეს გამყიდველისთვის ნასყიდობის საგანზე საკუთრების უფლების გადაცემის დღეს, ნაღდი ან უნაღდო…” - წერია ხელშეკრულებაში.

ტელეკომპანიის 50%-იანი წილის მმართველი "პრაიმ მედია გლობალი" ხდება, ხოლო დანარჩენი 50% მაკა ლომიძისა და მისი 4 მოადგილის მფლობელობაში გადავა.

ირკვევა ისიც, რომ ტელეიმედის წილის 10-10 % მფლობელები გახდნენ, ნათია სონღულაშვილი და ირაკლი ჩიხლაძე.