"წინასწარ არავინ გავუფრთხილებივართ" - აქტივისტები ისევ დააყადაღეს

07.02.26 15:19
"წინასწარ არავინ გავუფრთხილებივართ" - აქტივისტები ისევ დააყადაღეს

აქტივისტებს ერთმანეთის მიყოლებით აყადაღებენ -  უკვე ათობით ადამიანი ამბობს, რომ ბანკისგან მისული შეტყობინებით გაიგეს, რომ მათ ანგარიშებს ვეღარ გამოიყენებენ.

საქმე ეხება ერთი წლის წინ გამოწერილ ჯარიმებს, რომელზეც, ხალხი ამბობს, რომ არაფერი იცოდნენ,  ვინც იცოდა, ისინი ამბობენ, რომ გაასაჩივრეს, თუმცა სასამართლოდან უკან არასწორ მისამართზე გააგზავნეს.

6 თვის წინანდელი ჯარიმაა და დადგენილება არ მოსულა ჩემამდე. შესაბამისად, არ ვიყავი ინფორმირებული, რომ უნდა გადამეხადა. შემდგომ როგორც გავარკვიე, სასამართლოს მიუთითებია ჩემი მონაცემები არასწორად და ეს დადგენილება ჩემამდე ვერ მოვიდა. სასამართლოსთან დაკავშირების შემდეგ ასეთი პასუხი მივიღე, რომ მათი პრობლემა ეს არ იყო და მათი ერთადერთი ვალდებულება იყო, ამ დადგენილების ჩემამდე გამოშვება. ყოველ თვე ახალ რეპრესიას იგონებენ. პირველად არ ხდება, რომ ამდენ ადამიანს ასე ერთადროულად აყადაღებენ.  მთელი ჩემი სამეგობრო დაყადაღებულია"- ამბობს მარიკო ცომაია.

აქტივისტების თქმით, მათ მიმართ წინასწარ არანაირ გაფრთხილებას არ ჰქონია ადგილი და ასე მოულოდნენლად დარჩნენ ანგარიშების გარეშე. 

დამაყადაღეს, არცერთი მესიჯი არცერთი გაფრთხილება არ ყოფილა. ბანკის მესიჯი როცა მომივიდა დაყადაღების თაობაზე, მაქედან გავიგე. წინასწარ ერთი დღით ადრეც კი არ გავუფრთილებრივად არავის",  ამბობს დავით გოგიჩაიშვილი. 

ასევე ნახეთ: