განათლების მინისტრთან შეხვედრაზე თსუ-ს რექტორმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ უფლებამოსილებას შეიწყვეტს - თამარ ბელქანია

07.02.26 17:14
განათლების მინისტრთან შეხვედრაზე თსუ-ს რექტორმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ უფლებამოსილებას შეიწყვეტს - თამარ ბელქანია

 

 

თსუ-ს პროფესორი, თამარ ბელქანია ამბობს, რომ გუშინ განათლების მინისტრთან, გივი მიქანაძესთან შეხვედრაზე თსუ-ს რექტორმა, ჯაბა სამუშიამ "მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის უფლებამოსილებას შეიწყვეტს".

ბელქანია "პირველებთან" ირაკლი კობახიძის დღეს გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა:

პრემიერმა დღეს ხაზგასმით თქვა, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ვიღაცა დარჩება რექტორად, ვიღაცა ლექტორად. ეს არ ვიცი, ვინ მიიღო თავის თავზე და ვინ არა, თუმცა გუშინდელ შეხვედრაზე განათლების მინისტრთან თსუ-ს რექტორმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის უფლებამოსილებას შეიწყვეტს, რაც გარკვეული სიგნალია სხვებისთვის, რომ საკმაოდ რთული პროცესები დაიწყება", - ამბობს თამარ ბელქანია "პირველებისთვის" მიცემულ ინტერვიუში.  

განახლება: კომენტარის გავრცელების შემდეგ, ბელქანიამ დააზუსტა მისივე კომენტარი და თქვა, რომ მისი ინფორმაციით,  ჯაბა სამუშიამ შეხვედრაზე თქვა, რომ "უნივერსიტეტების გაერთიანების შემდეგ, იძულებული იქნება, თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს".

  • ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ უნივერსიტეტებში არიან ადამიანები, რომლებსაც სუბიექტური ინტერსები აქვთ - "მაგალითად ვიღაცა დღეს არის რექტორი და უნდა დარჩეს რექტორად"
  • ჩვენ მომავალ თაობაზე უნდა ვიფიქროთ და არა იმაზე, ვინ რა სკამზე დარჩება დღეს თუ ხვალ  - აცახდებს კობახიძე.