"დღის შუქი არ ეღირსება "ოცნების" ლეგიტიმაციას" - აქტივისტების პასუხი კობახიძეს

07.02.26 17:25
"დღის შუქი არ ეღირსება "ოცნების" ლეგიტიმაციას" - აქტივისტების პასუხი კობახიძეს

"დღის შუქი არ ეღირსება "ოცნების" ლეგიტიმაციას" - ასე პასუხობენ სამოქალო აქტივისტები ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ  სურს, პარლამენტმა ხელისუფლების არაღიარების კრიმინალიზების კანონი რაც შეიძლება მალე მიიღოს. 

თუ პარლამენტმა აღნიშნული კანონი მიიღო, მაშინ სისხლის სამართლის წესით დაისჯება ყველა, ვინც ხელისუფლებას არალეგიტიმურად მოიხსენიებს.

სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ ქართულ ენაში "არალეგიტიმურობის" უამრავი სინონიმია, ამიტომაც, მისი შეცვლა პორბლემას არ წარმოადგენს. 

ეს ინიციატივა აუცილებლად აღსრულდება სავარაუდოდ, რადგან "ოცნება" არასდროს უკან არ იხევს. დღის შუქი არ ეღირსება "ოცნების" ლეგიტიმაციას",- თქვა "პირველებთან" სამოქალაქო აქტივისტმა.

ირაკლი კობახიძე დაჩქარებული წესით აპირებს, რომ ნებისმიერი ის ადამიანი, ვინც სისტემას ებრძვის, ებრძვის უსამართლოს, ისინი მაქსიმალურად ლარყუჟში მოაქციოს. მათ აწუხებთ ის ხალხი, ვინც ამ ხელისუფელბას არალეგიტიმურად მიიჩნევს", - აცხადებს ლუკა ჭოხონელიძე. 

თითოეულ მათ კანონზე პასუხი ყოველთვის იყო დაუმორჩილებლობა და საბედნიეროდ ქართულ ლექსიკონში ძალიან ბევრი სინონიმია, რომ მათი არალეგიტიმურობა დავახასიათოთ. ამიტომ, არამგონია, რომ ეს რამე პრობლემას წარმოადგენდეს", - ამბობს გიორგი დუმბაძე.