“ქოცებს“ ციხეში დამწყვდეული ხალხისაც კი ეშინიათ - საბა სხვიტარიძის დედა
სამაგალითოდ დასჯა, გამარჯობის თქმის გამო - საბა სხვიტარიძის ოჯახის წევრების თქმით, სინდისის პატიმარი იმის გამო დასაჯეს, რომ სხვა პატიმარს გამარჯობაზე გამარჯობით უპასუხა.
მათი თქმით, საბას შეეძლო საპატიმროდან 3-ჯერ დაერეკა, თუმცა სატელეფონო ზარები შეეზღუდა.
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ეს არის სადამსჯელო ღონისძიება და “ოცნების“ მიზანია, რომ პატიმრების ხმა საზოგადოებამდე ვეღარ მივიდეს.
გამარჯობის თქმით გამო ართმევენ დარეკვის უფლებას და სჯიან გარკვეული პერიოდი. წამება არ დააკლეს, რაც თვითონვე აღიარეს და დაზარალებულის სტატუსიც თვითონვე მისცეს. “ქოცებს“ ეტყობათ, რომ სულით და ხორცით ძალიან პატარები არიან და ძლიან მშიშრები, დამწყვდეული ხალხისაც კი ეშინიათ. ყოველთვის თავისუფლები იქნებიან ის ბიჭები და გოგოები, რომლებიც რომ გონია, რომ ციხეში ჰყავთ და თავისუფლება წაართვეს. ციხეში თვითონ არიან, - ამბობს ელენე ახობაძე.
გუშინ სინდისის პატიმარმა, საბა სხვიტარიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სასეირნოში გამარჯობის თქმის გამო აკრძალვა მიიღო.