დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვის დედა: მინისტრმა გვითხრა, თქვენ რომ დაგაფინანსოთ, სხვებსაც მოუნდებათო

18.04.26 20:38
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვის დედა: მინისტრმა გვითხრა, თქვენ რომ დაგაფინანსოთ, სხვებსაც მოუნდებათო

 

 

შაბათის ყოველკვირეული მარში დღეს, 18 აპრილს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებს ეძღვნება. 

 "მიეცით ბავშვებს წამალი" - ამ სლოგანით აქციის მონაწილეები ფილარმონიიდან დაიძრნენ და მსვლელობას პარლამენტთან დაასრულებენ. აქციაზე იმყოფება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. 

9 წლის ანდრიას მშობელი თაკო გოგალაძე "პირველებთან" ამბობს, რომ მათ ჯანდაცვის სამინისტროს "ვერ შეაგნებინეს", რომ  ყობელი დაკარგული დღე, მათ შვილებს 10 წლით უკან წევს. 

ქალი ამბობს, რომ ერთ-ერთ შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრმა უთხრა, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის საჭირო წამალი სახელმწიფომ რომ დააფინანსონ, "სხვებსაც მოუნდებათ". 

ჯანდაცვის მინისტრმა სიტყვა-სიტყვით გვითხრა, რომ დაფინანსდეს ჩვენი დაავადება, სხვაბსაც მოუნდებათ - ყველა გამოთქვამს სურვილს, რომ ყველა დაფინანსდეს. ზუსტადაც, მათი ვალია, რომ მიხედონ ისეთ ადამიანებს, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. მინდა, დიუშენის მაგალითი გახდეს ყველა ბავშვისთვის საწინდარი, იმისთვის, რომ ვისაც წამალი სჭირდება ყველას მისცენ, ყველას მიხედონ. და არა ისე, რომ თურმე ერთი რომ დააკმაყოფილონ, სცვებსაც მოუნდებათ. ჯანდაცვის მინისტრი პირდაპირ გვეუბნება, რომ აი, 5 წლის გამო, არ უნდა არ უნდა თანხების გადახდა. ეს არის მათი მათი დიალოგის შინაარსი. ერთი დადებითი სიტყვა, ნუგეში ამ ადამიანისგან არ მოგვისმენია"- აცხადებს თაკო გოგალაძე.

ცნობილია, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები 20 აპრილიდან, მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ აქციას დაიწყებენ.

მსგავსი სიახლეები