"წლევანდელი ევროპის ჩემპიონატის შედეგები არის საგანგაშო და ქვეყნისთვის სამწუხარო" - გიორგი იანტბელიძე
"წლევანდელი ევროპის ჩემპიონატის შედეგები არის საგანგაშო და ქვეყნისთვის სამწუხარო" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი გიორგი იანტბელიძე წერს.
მისი თქმით, ის არავის მისცემ უფლებას "საქართველოს მომავალ მოჭიდავეებს ვინმემ დაუკარგოს პედესტალზე დგომის, ქართული ჰიმნის მოსმენისა და ქართული დროშის აფრიალების შესაძლებლობა".
მეგობრებო, წელიწადზე მეტია, რაც ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ჩამომაცილეს მთავარი მწვრთნელის პოზიციას.
წლევანდელი ევროპის ჩემპიონატის შედეგები არის საგანგაშო და ქვეყნისთვის სამწუხარო. არ ყოფილა ჩემპიონატი, რომ ღონისძიება ფინალის გარეშე დაგვესრულებინოს.
მიღებულ შედეგებზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ფედერაციის ხელმძღვანელობამ. ჩემი შეგნებული ცხოვრება დავუთმე ქართული ჭიდაობის განვითარებას.
არავის მივცემ უფლებას საქართველოს მომავალ მოჭიდავეებს ვინმემ დაუკარგოს პედესტალზე დგომის, ქართული ჰიმნის მოსმენისა და ქართული დროშის აფრიალების შესაძლებლობა.
მოჭიდავეებო, თქვენ ჩემს გულში ხართ და მე თქვენს გვერდით ვარ" - წერს გიორგი იანტბელიძე.
ცნობისთვის, გიორგი იანტბელიძე ფედერაციის პრეზიდენტმა, გეგა გეგეშიძემ 1 წლის წინ მოულოდნელად გადააყენა და ფედერაციის საპატიო პრეზიდენტად დანიშნა.
იანტბელიძე კორცხელის ინციდენტის მონაწილე და "ქართული ოცნების" მხარდამჭერია.
[ფოტო: არქივიდან]