ვინ არის მღვდელმთავარი, რომელიც სინოდის სხდომას არ ესწრება
სინოდის სხდომას, რომელიც ამ წუთებში საპატრიარქოში მიმდინარეობს, 39-ის ნაცვლად 38 მღვდელმთავარი ესწრება - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
ინფორმაციის თანახმად, სხდომას არ ესწრება წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი), თუმცა რა მიზეზით, ეს გავრცელებულ ცნობაში ნათქვამი არ არის.
როგორც "პირველებს" მეუფე ზომიეს გარემოცვა ეუბნება, მღვდელმთავარი სინოდის კრებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო არ ესწრება.
სინოდის დღევანდელ სხდომაზე შეარჩევენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის სამ კანდიდატს ფარული კენჭისყრით. კანდიდატების სახელებს ხმამაღლა წაიკითხავენ, შემდეგ კი ბარათებს, რომლებზეც სინოდის წევრებმა არჩევანი დააფიქსირეს, დაწვავენ. ხმების დამთვლელ კომისიას მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე ხელმძღვანელობს.