ქრთამის ბრალდებით დაკავებული ჩინოვნიკის საქმე - ოპოზიცია შერჩევით სამართალზე საუბრობს
ქალი, რომელიც „პირველების“ კამერის წინ სახეს მზის სათვალითა და სამედიცინო ნიღბით ფარავს, ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული საჯარო მოხელე რიმა ოთარაშვილია.
ოთარაშვილი წლების განმავლობაში მარნეულის მერიაში მუშაობდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ის მას შემდეგ დააკავეს, რაც დადგინდა, რომ მოქალაქისგან წინასწარ 5 000 დოლარი აიღო და მიწის გადაფორმებას 60 000 დოლარის სანაცვლოდ დაჰპირდა.
სუს-ის მიერ გავრცელებულ ფარულ ვიდეომასალაში, გავრცელებული ინფორმაციით, ასახულია, როგორ იღებს ბრალდებული თანხას და მოქალაქეს საქმის სრულად მოგვარებას სთავაზობს.
მიუხედავად ამისა, ოთარაშვილი ამ ეტაპზე თავისუფლებაზე იმყოფება. სახელმწიფო ბრალდება სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.
პროკურორის განცხადებით, მსგავსი საქმეების განხილვისას გადაწყვეტილებები ინდივიდუალურად, კონკრეტული გარემოებებისა და პიროვნების გათვალისწინებით მიიღება.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
ზღუდერის მე-7 საუკუნის ბაზილიკის ტერიტორიაზე ახალი ეკლესიის მშენებლობა მიმდინარეობს - ვინ გასცა ნებართვა?
ძეგლთა დაცვის კვლევითი ცენტრის წარმომადგენლის განცხადებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სანახავად ჩასულებს ისტორიული ბაზილიკის ნაცვლად ბეტონის ახალი ნაგებობა დახვდათ