მარნეული–ბოლნისის მაგისტრალზე ავტოავარიას 10 წლის ბავშვი ემსხვერპლა
მარნეული–ბოლნისის მაგისტრალზე, სოფელ ცურტავში მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი 10 წლის ბავშვს დაეჯახა.
Aktual.ge-ის ინფორმაციით, ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე ხმაური იყო, ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
არსებული ინფორმაციით, ბავშვის ოჯახის წევრები არიან შეკრებილები.
გამოცემის ცნობით, შემთხვევა დღეს, დაახლოებით 18:30 საათისთვის მოხდა.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.